გაიტანს თუ არ ითამაშებს?! - მიქაუტაძის დილემა.. ქართველს მნიშვნელოვანი თამაში ელის

AutoSharing Option
ბელგიური გამოცემა proximus-ი გიორგი მიქაუტაძის ბომბარდირობის შანსებზე საუბრობს და ქართველი ფორვარდის ერთგვარ დილემას ეხმაურება:

"რადგანაც მიქაუტაძემ გოლი გასულ ტურშიც ვერ გაიტანა, მას და დანტე ვანზიეს ისევ 19-19 შედეგიანი დარტყმა აქვთ და თუკი ამ მხრივ არაფერი შეიცვლება, ბომბარდირობას სათამაშო წუთები გადაწყვეტს. ქართველი ფორვარდის კონკურენტი ტრავმირებულია და შედეგს ვეღარ გააუმჯობესებს. მან გოლების ამ რაოდენობას 1815 წუთში მიაღწია, გიორგის კი 1802 წუთი აქვს ნათამაშები. ქართველი ასეთი დილემის წინაშეა - საერთოდ არ ითამაშოს და ამით უკვე გაიფორმოს საუკეთესო ბომბარდირობა, ანაც გაიტანოს გოლი და გახდეს
მეორე მოთამაშე, ვინც ამ დივიზიონში ამდენი გოლის ნიშნულს მიაღწევს."

"სერენი" უკანასკნელი ტურის მატჩს 24 აპრილს, სტუმრად "ლომელთან" გამართავს...

მომზადებულია proximus-ის მიხედვით

altშანსი მიქაუტაძეს - ქართველ ფორვარდს ბომბარდირობისთვის მხოლოდ 1 გოლი სჭირდება!


მკითხველის კომენტარები / 9 /
არ არის განაცხადში.
ქ. გ.
24 აპრილი 2021 18:13
0
მიქაუტაძემ თავი მშვენივრად წარმოაჩინა ამ სეზონში ერთი სიტყვით თავის საქმე გააკეთა მეცის ხელმძღვანელობამ კონტრაქტიც გაუგრძელა და თქვეს კიდეც რომ შანსსაც მივცემთო
გელა
24 აპრილი 2021 14:41
0
უნდა ითამაშოს აბა რა , კადიროვის შვილი ხომ არ არის? რო ჩააწყოს და ფეხმოტეხილ ფეხბურთელს აჯობოს! / ღირსების ამბავია უნდა გავიდეს და ითამაშოს, რაში ჭირდება ეს მოპარული ბომბარდირიბა.?
Vasil
21 აპრილი 2021 10:07
0
დარწმუნებული ვარ ითამაშებს და გაიტანს. დამალვით და ტილაობოთ მოპოვებული ბომბარდირობა რათ უნდა.
Giorgi
21 აპრილი 2021 10:04
0
გიორგი აუცილებლად ითამაშე.
ნიანია ბაკურიანი
20 აპრილი 2021 22:34
0
რა კითხვაა?! ფეხბურთელია თუ მაზავშიკი?! ასეთი ბომბარდირობის გამო თუ არ ითამაშა, გაანებოს თამაშს თავი საერთოდ.. (ეგ აზრადაც არ მოუვა, დარწმუნებული ვარ)
გივი
20 აპრილი 2021 18:37
3
უნდა ითამაშოს და 2 გაიტანოს და პურველი გახსეს ...
bejo
20 აპრილი 2021 16:47
2
ითამაშებს და შეაგდებს კიდეც!
irakli
20 აპრილი 2021 16:44
1
100 % ასეც იზავს
Jarji
20 აპრილი 2021 22:23
0

სიახლეები პოპულარული