"ფერენცვაროში" 32-ედ გახდა უნგრეთის ჩემპიონი, მის შემადგენლობაში "საბურთალოს" ყოფილი მცველი ლაშა დვალი კი - მესამედ. თბილისური კლუბის საიტმა დვალს ინტერვიუ ჩამოართვა.
- შესანიშნავი გრძნობა და დიდი პატივია, გახდე მესამედ უნგრეთის ჩემპიონი. თითქმის 100 წლის წინ გახდა “ფერენცვაროში” ზედიზედ სამჯერ ქვეყნის გამარჯვებული. წლეულს კიდევ ერთხელ მოპოვებული პირველობა განსაკუთრებით სასიხარულო და სასიამოვნო იყო, რადგან მარტივი არ არის ზედიზედ რამდენჯერმე პირველობა. ბედნიერი ვარ, რომ ამ ისტორიის ნაწილი ვარ და ჩემი წვლილი შევიტანე დიდ წარმატებაში.
- გუნდი ყოველწლიურად ევროტურნირებზე ასპარეზობს. წლეულს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ
- ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშით. მაღალი დონის ტურნირია. ცალკე რონალდოზე არ ვისაუბრებ, თუმცა ვიტყვი, რომ ზოგადად უმაღლესი დონის ფეხბურთელებთან მომიწია თამაში, რაც, ვფიქრობ, წინსვლასა და განვითარებაში დამეხმარება.
- რამდენიმე კვირის წინ ქართულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლაშა დვალმა შესაძლოა “ფერენცვაროში” დატოვოს. ხომ არ აპირებთ კარიერის კიდევ უფრო მაღალი დონის კლუბში გაგრძელებას?
- “ფერენცვაროშთან” ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე მაკავშირებს, თუმცა არაფერია გამორიცხული, ვნახოთ. თუ ამ გუნდიდან წავალ, ჩემი სურვილია, რომ უკეთეს და კიდევ უფრო ძლიერ კლუბში გადავიდე.
- ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. რას იტყვით ვილი სანიოლსა და “ჯვაროსნების” მიერ გამართულ ბოლო მატჩებზე?
- კარგი შეხვედრები ჩავატარეთ. მჯერა, ეს მალე შედეგშიც აისახება. ვფიქრობ, იღბალი დაგვაკლდა, არადა, ბოლო სამ თამაშში 3-4 ქულას ნამდვილად ვიმსახურებდით. ყველა ქართველი ფეხბურთელის და არა მხოლოდ ფეხბურთელის ოცნებაა, რომ საქართველოს ნაკრებმა დიდ ტურნირზე ითამაშოს. დღე არ გავა, რომ მაგაზე არ ვიფიქრო. მჯერა, ეს დროც მალე დადგება.