ქართველების "როტორის" მორიგი უიღბლობა - 93-ე წუთზე წაგებული მატჩი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის 29-ე ტურში ქართველების "როტორი" გასვლაზე "სოჭისთან" 1:2 დამარცხდა.

"სოჭი", რომელიც ფაქტიურად ჩემპიონ "ზენიტის" ფარმ-კლუბია, ევროტურნირებზე გასასვლელად იბრძვის, ხოლო "როტორი" პრემიერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად და რა გასაკვირია, რომ მატჩი დაძაბული გამოვიდა.

მწვრთნელმა იური ბატურენკომ საბა კვირკველია, ზურიკო დავითაშვილი და ნიკოლაი ყიფიანი სასტარტოში დააყენა, ხოლო გიორგი არაბიძე განაცხადში არ იყო.

უკვე დებიუტში შეეძლო კვირკველიას ანგარიშის გახსნა, როდესაც კუთხურისას მეტოქის საჯარიმოში ჩავიდა, მაგრამ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს, შემდეგ კი საბა და მეკარე ჩონდრიჩი ერთმანეთს შეეჯახენ და რუდენკომ "სოჭი" დააწინაურა. 30-ე წუთზე შეტკინმა
ყიფიანის პასით ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმი ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, დავითაშვილს ორი მომენტი ჰქონდა, ჯერ ბურთი კარს ააცილა, ხოლო შემდეგ ხარიხას გაარტყა. ბოლოს მასპინძლები შტურმზე გადავიდნენ, 93-ე წუთზე გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.

"როტორი" 21 ქულით ჯერჯერობით მე-14 ადგილზეა და 16 მაისს, უკანასკნელ ტურში ყაზანში "რუბინს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
საბას ემჩნევა უვარჯიშევლობა. ორივე გოლში დიდი იყო მისი წვლილი. პირველყე გაუგებარია რა ქნა და რატომ არ მოიგერია. მეორე გოლზე თავზე დაასწრო ტანით პატარა ბიჭმა და საგოლე პასი გააკეთა. აშკარად არ ვარჯიშოვს ეს ბიჭი იმდენად მოუქნელი მოძრაობები გაუხდა.
eh saba saba
16:21 08-05-2021
0
ასეთ სუსტ და უაზრო გუნდში ჯერ ქართველ ლეგიონერს არ უთამაშია არავის როტორს ეხლა სასწაულიც ვერ გადაარჩენს ! რო მოცდეს სასწაული და გადასასვლელ თამაშებს გამოკრან ხელი მაინც წააგენენ ნებისმიერ გუნდთან და სასწრაფოდ უნდა უშველონ თავს ხუთივე ქართველმა (გოგუამაც D) ზულიკოს რა თქმა უნდა დაავრუნებენ რუბინში და და დანარჩენებმა კი აქედანვე უნდა დაიწყონ გუნდის ძებნა
ზურა222
11:59 08-05-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული