მხიარული სახეები "გენტში" - ჩაკვეტაძე ბრუნდება და ძველებურად უნდა ათამაშდეს [PHOTO]

AutoSharing Option
ბელგიური "გენტი" კლუბის ოფიციალურ გვერდზე ფეხბურთელთა მზადების ამსახველ ფოტოებს, წარწერით - "ბედნიერი სახეები" აქვეყნებს. კადრში ქართველი ლეგიონერი გიორგი ჩაკვეტაძეცაა და ისიც გაღიმებული, კარგ ხასიათზე იმყოფება.

Sportall.Ge


როგორც ჩანს, საქართველოს ნაკრების 21 წლის ფეხბურთელის ხანგრძლივი ტრავმა წარსულს ჩაბარდა და უკვე ძველებურ ჩაკვეტაძეს ველით - ლიდერს, რომელმაც ერთა ლიგის ჯგუფის მოგებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა!

რაც შეეხება "გენტის" უახლოეს გეგმებს - ჩაკვეტაძის კლუბი 9 ივლისს როტერდამის "სპარტას" ამხანაგურად გაეჯიბრება, 22 ივლისს კონფერენს ლიგის პირველ შეხვედრაში ნორვეგიულ "ვალერენგას" უმასპინძლებს, ხოლო ბელგიის ჟიუპერლიგის ახალი სეზონის სასტარტო
მატჩს 25 ივლისს, სტუმრად "სტ. ტრუიდენთან" გამართავს.

altჩაკვეტაძემ "გენტში" ითამაშა და ევროტურნირის მატჩისთვის ემზადება


მკითხველის კომენტარები / 8 /
მთელი ერი გელოდება, ღმერთმა დაგლოცოს გიორგი!
1
პიროვნულადაც ისეთი კარგი ადამიანი ჩანს გიორგი რომ მარტო ამის გამო უგულშემატკივრებ რომ ყველაფერი ცუდი ამ ეპიზოდით უკან მოიტოვოს ერთხელ და სამუდამოდ.
გიორგი
14:58 25-06-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული