ხვიჩას გოლი, ზურიკოს საგოლე პასი - "რუბინმა" დამაჯერებლად იმარჯვა

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია თანდათან ფორმაში დგება და როგორც ჩანს, მალე ძველი ბრწყინვალებით დაგვიბრუნდება. იგივე ითქმის ზურიკო დავითაშვილზეც.

"რუბინმა" სტუმრად საკონტროლო მატჩში 3:0 დაამარცხა "ნიჟნი ნოვგოროდი". ყაზანური გუნდის სასტარტო შემადგენლობაში კვლავ ვიხილეთ ხვიჩა კვარაცხელია და გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, მოედანზე საუკეთესო იყო. დებიუტში მან დესპოტოვიჩი გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე, მაგრამ მან მიზანს ვერ უწია. შემდეგ ხვიჩამ თავადაც შეუტია, ჯერ მეკარემ არ დაანება გატანა, ცოტა ხანში კი ოდნავ ააცილა კარს, ხოლო 32-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, წააქციეს და პენალტით თავად გახსნა ანგარიში.

Sportall.Ge

65-ე წუთზე
"რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ცვლილებები განახორციელა, ხვიჩა გაიყვანა, მოედანზე კი ზურიკო შეუშვა, რომელიც აქტიურად ჩაერთო თამაშში.

75-ე წუთზე იგნატიევმა თერთმეტმეტრიანი მოინადირა და თვითონვე გაიტანა. 85-ეზე დავითაშვილმა დრიბლინგი წამოიწყო, ორ მცველს გასცდა, იგნატიევი მეკარეს პირისპირ შეჰყარა და მან დუბლი შეასრულა. ბოლოს ზურიკო მეკარესთან ერთი-ერთზე აღმოჩნდა, პასი მიიღო, ორიგინალურად, ქუსლით სცადა გატანა, თუმცა მიზანს ოდნავ ააცილა.

5 ივლისს ყაზანური გუნდი მორიგ სპარინგში "ურალს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
მგონი კიდევ 2 თვემდეა ღიაა სატრანსფერო ფანჯარა! მოთმინება იქონიეთ! ყველაფერზე ნუ ლაზღანდარობთ და გლახაობთ!
aburjga
18:18 03-07-2021
0
ხვიჩას პოზიციაზე ტიპი იყიდეს 6 მილიონად და გაშვებას თუ არ უპირებენ რაღას მოჰყავდათ ის
აბა
14:02 03-07-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული