ხვიჩას გოლი, ზურიკოს საგოლე პასი - "რუბინმა" დამაჯერებლად იმარჯვა

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია თანდათან ფორმაში დგება და როგორც ჩანს, მალე ძველი ბრწყინვალებით დაგვიბრუნდება. იგივე ითქმის ზურიკო დავითაშვილზეც.

"რუბინმა" სტუმრად საკონტროლო მატჩში 3:0 დაამარცხა "ნიჟნი ნოვგოროდი". ყაზანური გუნდის სასტარტო შემადგენლობაში კვლავ ვიხილეთ ხვიჩა კვარაცხელია და გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, მოედანზე საუკეთესო იყო. დებიუტში მან დესპოტოვიჩი გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე, მაგრამ მან მიზანს ვერ უწია. შემდეგ ხვიჩამ თავადაც შეუტია, ჯერ მეკარემ არ დაანება გატანა, ცოტა ხანში კი ოდნავ ააცილა კარს, ხოლო 32-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, წააქციეს და პენალტით თავად გახსნა ანგარიში.

Sportall.Ge

65-ე წუთზე
"რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ცვლილებები განახორციელა, ხვიჩა გაიყვანა, მოედანზე კი ზურიკო შეუშვა, რომელიც აქტიურად ჩაერთო თამაშში.

75-ე წუთზე იგნატიევმა თერთმეტმეტრიანი მოინადირა და თვითონვე გაიტანა. 85-ეზე დავითაშვილმა დრიბლინგი წამოიწყო, ორ მცველს გასცდა, იგნატიევი მეკარეს პირისპირ შეჰყარა და მან დუბლი შეასრულა. ბოლოს ზურიკო მეკარესთან ერთი-ერთზე აღმოჩნდა, პასი მიიღო, ორიგინალურად, ქუსლით სცადა გატანა, თუმცა მიზანს ოდნავ ააცილა.

5 ივლისს ყაზანური გუნდი მორიგ სპარინგში "ურალს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ხვიჩა პირველი 40 წუთი,ძალიან კარგი იყო,მაგრამ 40 წუთის შემდეგ,მკვეთრად უკლო მოძრაობას და დარტყმის თუ პასის სიზუსტეც გაუარესდა,თანაც ხშირად ჩერდებოდა და დაღლილივით,ხელებით მუხლებზე ეყრდნობოდა.არ ვიცი,მართლაც დაიღალა თუ მაინც რაღაცა აწუხებდა.ზურიკომ კი,მშვენიერი და გამოზომილი საგოლე პასი გააკეთა.მგონი საკმაოდ კარგი იყო,თუმცა გუნდში დასარჩენად,კიდევ მეტი მონდომება სჭირდება.
სოსო
18:21 02-07-2021
2
იქნებ ლეო გოგლიჩიძეზე დაგეწერათ, ცუდად არ უთამაშია
ზიზ
18:56 02-07-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული