კლუბის ოფიციალური გვერდი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე სლოვაკთა მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისის განცხადებას გვთავაზობს:
"მოთამაშეები მატჩს მოუთმენლად ელიან. ჩვენ პატივს ვცემთ მოწინააღმდეგის ძალას, მაგრამ მათი არ გვეშინია.
"იანგ ბოისიდან", პირველი მატჩისგან განსხვავებით, კიდევ უფრო მეტ შეტევასა და მაღალ პრესინგს ველი, რადგან მათ ტრიბუნიდან გულშემატკივრები გაამხნევებენ. მეორე მხრივ, ჩვენ გამოცდილი ფეხბურთელები გვყავს, რომელთაც ეროვნულ ნაკრებში არაერთი მატჩი აქვთ გამართული.
შეხვედრას 15 ათასი გულშემატკივარი დაესწრება. შეგახსენებთ, პირველი მატჩი სლოვაკეთში უგოლო ფრით დასრულდა.
კანკავამ 7 წუთი ითამაშა - ვაისი მიზეზებს ხსნის
კაშია და კანკავა ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე - "სლოვანს" მხსნელად ვაისის შვილი მოევლინა