კვარაცხელია საუკეთესოდ აღიარეს, შელია გააძევეს, "რუბინმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"რუბინმა" ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა, ხვიჩა კვარაცხელია კი ბოლოს შეუჩერებელი იყო და "მატჩ პრემიერმა" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.

რუსეთის პრემიერლიგის მესამე ტურში "რუბინმა" სახლში მძიმე ბრძოლაში 2:1 სძლია "ახმატს".

მატჩი მართლაც დრამატული გამოდგა: მე-15 წუთზე ტრავმა მიიღო მასპინძელთა თავდამსხმელმა დესპოტოვიჩმა და შეცვალეს; 30-ე წუთზე სტუმრები საჯარიმოდან გატანილი გოლით დაწინაურდნენ; 55-ე წუთზე გროზნოელთა მეკარე შელია საჯარიმოდან გამოვიდა, ყაზანელ იგნატიევს შეეჯახა, მსაჯმა გააძევა და უპირატესობას "რუბინი" დაეუფლა. 58-ე წუთზე ჰაკშაბანოვიჩმა საჯარიმოდან ანგარიში გაათანაბრა და ამის მერე ხვიჩა გააქტიურდა - მას მეკარე
მელიხოვმა ორჯერ არ დაანება გოლის გატანა, ერთხელ ბურთი ძელს გაარტყა, ერთხელ ააცილა, ძალიან ეუხეშებოდნენ და ორ მეურვეს ყვითელი ბარათი მიაღებინა, ხოლო 86-ე წუთზე აბილდგორმა ნაკუთხურალ ბურთს მეტოქის კარში მიუჩინა ადგილი და "რუბინმა" გაიმარჯვა.

"რუბინი" "ზენიტთან" და "დინამოსთან" ერთად ლიდერია და 15 აგვისტოს, მეოთხე ტურში, "კრილია სოვეტოვს" უმასპინძლებს. იქამდე ყაზანური გუნდი 12 აგვისტოს კონფერენს ლიგის მესამე რაუნდის საპასუხო შეხვედრაში პოლონურ "რაკუვს" სახლში დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, ამ გუნდების პირველი მატჩი 0:0 დასრულდა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ხვიჩა ყალიბდება გუნდის ლიდერად... მხოლოდ გუნდის სახელისთვის, სხვაგან არ უნდა წავიდეს. იმედია, ესეც იქნება.
tngh
09 აგვისტო 2021 15:41
11
ლაშა იქნებ ლინკი დადო სად უყურე უფასოდ, აქამდე მშვენივრად ვუყურებდი მატჩ ტვ ზე გუშინ უკვე ფასიანი გაადეს, წინა მატჩის კომენტატორმა ხო განაცხადა დიდი მოთხოვნა აქვსო რუბინის თამაშების ტრანსლიაციას ხვიჩას გამოო.წინასწარ მადლობა.
777
09 აგვისტო 2021 15:25
0
777 კრისტალბეთზე დადე ლარი და. შეგეძლება ყურება ანუ თამაში რო დაიწყება შედი ბილეთში და სტადიონის მონახაზს დააწექით და უყურებ თამაშს ოღონდ კომენტატორის გარეშე an livesport.ge
Giorgi
10 აგვისტო 2021 14:13
0
ჰტტპ://ტელეგო 919 ცომ.მატცჰ ტვ.ეს ყველაფერი ლათინური შრიფტით აკრიფეთ.იქ არხების ჩამონათვალია და ბევრი არხი უკვე დაბლოკეს,მაგრამ მატჩ ტვ და კიდევ რაღაც არხები,ჯერ ისევ ღიაა
სოსო
09 აგვისტო 2021 18:28
0
20 წუთი მაგრად ითამაშა, უკან ჩამოსვლა დაბურთისთის ბრძოლა არ უყვარს
kaxa
09 აგვისტო 2021 13:00
4
ორი მცველი კი არა ევროპას თუ უყურე ერთსაც ვერავინ ატყუებს. მორჩით ბოჭმებს.
sddd
09 აგვისტო 2021 12:19
0
გამოდის,რომ კვარა მაგარია მხოლოდ ახმატის დონის კაცნაკლულ გუნდებთან,თანაც მსაჯიც კეთილგანწყობილი უნდა იყოს და ორი მცველი არ უნდა ეთამაშებოდეს ერთად.
ra gamodis?
09 აგვისტო 2021 11:57
42
მისმინე მეგობარო კაცნაკლულნი კი იყვნენ მაგრამ მცველები სრულად ხო იყვნენ ან მსაჯი ხვიჩას თამაშთან რა შუაშია? რატო ხართ ბოღმები?
გიორგი
10 აგვისტო 2021 14:17
0
რატომ წერთ ასე საშინელი ქართულით?
რედაქტორი
09 აგვისტო 2021 11:38
0
პირველ ტაიმში,დესპოტოვიჩი მალევე დაემტვრათ და რუბინის შეტევა აირია.მარჯვენა ფლანგზეც ,მაკაროვი ხომ გაყიდეს და მის ადგილზე,ჰაკშაბანოვიჩი თამაშობს,რომელიც ამპლუით მარცხენა ფრთის ფეხბურთელია და ჯერ,სრულფასოვნად ვერ ცვლის მაკაროვს,რომელიც გაზაფხულზე,ძალიან სწრაფად გაიზარდა.დესპოტოვიჩის შეცვლის შემდეგ,განსაკუთრებული ყურადღება,ხვიჩაზე ჰქონდათ მხოლოდ და არც უხეშობას აკლებდნენ.პირველ ტაიმში,ისე ჩანდა,რომ მსაჯი,ყოველთვის ახმატის მხარეს იყო და რუბინს დაურიგა გაფრთხილებები,ხვიჩას ტერფში რომ მწარედ ამოარტყეს და კარგა ხანს ვეღარ ადგა,ჯარიმაც კი არ დანიშნა,არათუ ალალი გაფრთხილება.მეორე ტაიმში უკვე ახმატი დასაჯა,ნამეტნავად,როცა მეკარე გაუძევა.ულაპარაკო გაფრთხილება იყო,მაგრამ არა უკანასკნელი იმედის ჯარიმა.თითქოს გადაჭარბებულად დასაჯა მეკარე.მე მგონი არც გადაჭარბებული უხეშობა არ ყოფილა.ამის შემდეგ,ხვიჩას სივრცეები მიეცა და მანაც აიწყვიტა.რუბინმა სულ 10-ჯერ დაარტყა კარისაკენ და აქედან მგონი 6-ჯერ ზუსტად.ნახევარი აქედან,ხვიჩას ანგარიშზე იყო და ერთხელ ძელსაც მოარტყა უძლიერესი დარტყმა,რომელიც ზუსტ დარტყმებში არ ითვლება.მეორე ტაიმში მართლაც მაგრად იმუშავა ხვიჩამ და დესპოტი რომ მოედანზე ყოფილიყო,ახმატს გადაუვლიდნენ,თუმცა ახმატმაც მაგრად იბრძოლა და ბევრი პრობლემა შეუქმნა,რუბინის დაცვას.რუბინის მოედნის საფარი,საშინელი იყო.
სოსო
09 აგვისტო 2021 11:07
2
ნაკუთხურალს ბურთს თუ კუთხურიდან ჩამოწედებულ ბურთს.არ მგონია,რომ შენ ეს არ იცი.
....
09 აგვისტო 2021 10:23
2
ვუყურე და თავისი შეტევებით გუნდი მოხოდა და მოოგეს კიდეც . წარმატებები ხვიჩა და შემდეგ ტურში გოლები
ლშა
09 აგვისტო 2021 00:16
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული