plaza deportiva Superdeporte-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ "ვალენსიამ" 20 წლის ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის კონტრაქტის სასწრაფოდ გამოსყიდვა გადაწყვიტა.
მამარდაშვილის წინასასეზონო სპარინგებისას და განსაკუთრებით ლა ლიგის პირველ ტურში "ხეტაფესთან" დამაჯერებელი თამაშის შემდეგ "ვალენსიამ" გადაწყვიტა ერთსეზონიანი იჯარით აყვანილი ფეხბურთელისთვის სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმება, რამეთუ წელს ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, მისი შეძენა უფრო იაფი დაუჯდება. ცნობისათვის, გიორგის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა დაახლოებით მილიონი ევროა.
"ღამურებს" მამარდაშვილის შეძენა "რეალის", "ვალენსიასა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, სანტიაგო კანისარესმა ურჩია. მან "ტვიტერზე" დაწერა, რომ ამ მომენტში ეს უკვე
გამოცემა აღნიშნავს, რომ მამარდაშვილს საქართველოს ნაკრებში 5 სექტემბერს ესპანეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრისთვის გამოიძახებენ და ვილი სანიოლის გუნდში მასზე 15 წლით უფროს გიორგი ლორიას კონკურენციას გაუწევს.