კიტეიშვილმა ისევ გაიტანა - ქართველების გუნდები ჯგუფურ ეტაპებზე გავიდნენ

AutoSharing Option
26 აგვისტოს ევროტურნირების პლეი-ოფებში ქართველების გუნდებმა ითამაშეს.

ევროპა ლიგა

ოთარ კიტეიშვილმა სლოვენიურ "მურას" ისევ გაუტანა - გრაცში 38-ე წუთზე ბურთი ჩაჭრა, წინ წაიწია და საჯარიმოს გარედან დალაშქრა მეტოქის კარი (ოთარი 74-ე წუთზე შეცვალეს). მეორე ტაიმში იანჩერმაც გაიტანა, "შტურმმა" ისე მოიგო (2:0), ორი შეხვედრის ჯამში 5:1 და ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. ევროპა ლიგის წილისყრა დღეს ჩატარდება.

გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას "სლოვანი" პირეოსში 0:3 დამარცხების შემდეგ "ოლიმპიაკოსთან" სასწაულის იმედად იყო, ბრატისლავაში უკვე 26-ე წუთზე მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით მათი მცველი ვერნონ დე
მარკო გააძევა და სლოვაკური გუნდი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. სხვათა შორის, დე მარკოს საკვალიფიკაციო ეტაპზე "ლინკოლთანაც" უჩვენეს წითელი ბარათი. მიუხედავად კაცნაკლულობისა, "სლოვანმა" ბოლომდე იბრძოლა და ფრეს მიაღწია - 2:2. კაშიამ და კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს და მათი გუნდი კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გააგრძელებს ასპარეზობას.

კონფერენს ლიგა

"კოპენჰაგენმა" "სივასპორის" თურქეთში დამარცხების შემდეგ (2:1), მეტოქე საკუთარ მოედანზე 5:0 გაანადგურა და ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა დავით ხოჭოლავამ.

"ანორთოსისმა" გასვლაზე ფრეს მიღწია ბეერ-შევას "ჰაპოელთან" (0:0), სახლში 3:1 სძლია და დიდი ხნის შემდეგ კვლავ მიიღებს ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობას. კვიპროსული გუნდის კარს გიორგი ლორია იცავდა, ხოლო ნიკა კაჭარავამ ტრავმა მოირჩინა და სათადარიგო იყო.

"პაოკმა" ორი მატჩის ჯამში "რიეკას" ბარიერი გადალახა (2:0, 1:1). ბერძნული გუნდის განაცხადში ისევ არ იყო ნიკა ნინუა.

"გენტს" "რაკუვთან" პირველი მატჩი 0:1 ჰქონდა წაგებული, ხოლო ბელგიაში 3:0 მოუგო. "გენტში" გიორგი ჩაკვეტაძე მე-80 წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში უკვე 3:0 იყო. შეგახსენებთ, "რაკუვმა" ტურნირიდან ხვიჩა კვარაცხელიას "რუბინი" გამოაგდო.

კონფერენს ლიგის კენჭისყრა 27 აგვისტოს სტამბოლში, თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ხოდა დახვდით კიდევ ბათუმის 'დინამოს' აეროპორტში ე.წ ხელფასიანი ფანები და მოუწყვეთ ფიესტა,აქაოდა ტოლ სწორად ეთამაშა ევროპის ერთ-ერთ საუკვეთესო გუნდს 'სივასპორტს'რომელიც 5-0 აგებს დანიის მე-5 თუ მე-6 გუნთან.დაჯექით ახლა სხვა და სხვა ეთერებში და სერიოზული სახეებით ამტკიცეთ, როგორ სწორი გზით ვითარდება ფეხბურთი ქვეყანაში და რა სუპერ ფეხბურთის მენეჯერები არიან კალა-კობის საძმოს წევრები.კიდევ, როგორმე დიდი მწრთნელი გეგუჩაძე შეინარჩუნეთ ბათუმის 'დინამოში' თორემ დეიშლედა ეს ჩონგურივით აწყობილი კლასნიი კამანდა



ჩასაფრებული
15:24 27-08-2021
1
ჩაკვეტაძემ და კიტეიშვილმა ისეთი ბურთები გამაზეს უნდა ნახოთ, მაგრამ ჯობია არ ნახოთ...
ილიავარ...
10:10 27-08-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული