ივლისის დასაწყისში "საბურთალოდან" "გრენობლში" გადასულმა 22 წლის შემტევმა გიორგი კოხრეიძემ ტრავმა მოირჩინა, საფრანგეთის ლიგა 2-ის გასულ ტურში "ნანსისთან" (4:1) განაცხადში იყო, დღეს კი გასვლაზე "როდეზთან" ჩატარებულ მატჩში (1:1) მისი დებიუტი შედგა. კოხრეიძემ 76-ე წუთზე ფლორიან მიშელი შეცვალა.
ამ შეხვედრაში სტუმრები 25-ე წუთზე პენალტით ენტონი ბელმონტემ დააწინაურა, 90+4-ე წუთზე კი მასპინძელმა ფლორიან დავიდმა ანგარიში გაათანაბრა.
"გრენობლი" 10 ტურის შემდეგ 11 ქულით მე-13 ადგილზეა და 2 ოქტომბერს "პოს" უმასპინძლებს.