კვიპროსული მედია ოქრიაშვილის უმაღლეს კლასსა და საფეხბურთო ინტელექტს აღნიშნავს

AutoSharing Option
კვიპროსული kathimerini "აპოელის" გამარჯვების ("ახნასთან" 2:1) შესახებ წერს და ამას იმ ფეხბურთელებს უკავშირებს, რომლებიც გუნდს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდნენ, თუმცა აქამდე თავის გამოჩენას ვერ ახერხებდნენ. განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ნაკრების შემტევ თორნიკე ოქრიაშვილს დაეთმო:

"ოქრიაშვილის საუკეთესო თამაში ვნახეთ. ქართველმა ფეხბურთელმა იშვიათი სილამაზის გოლი გაიტანა, რომლითაც მან საკუთარი უმაღლესი კლასი და საფეხბურთო ინტელექტი დაადასტურა.

გარდა ამისა, თორნიკე უფრო გუნდურად თამაშობდა, აქტიურად მონაწილეობდა შეტევაში, ბურთს მოიპოვებდა და მეტოქის დაცვას პრობლემებს უქმნიდა. ოქრი უბრალოდ ბრწყინავდა!"

"აპოელი" 24 ოქტომბერს "არისს" ესტუმრება. ოქრიაშვილის გარდა, მომავალ
დაპირისპირებაში გიორგი ქვილითაიამაც უნდა იასპარეზოს, მურთაზ დაუშვილმა კი საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო.

altოქრიაშვილის ულამაზესი გოლი, დაუშვილის მძიმე ტრავმა და "აპოელის" რთული გამარჯვება [VIDEO]

altოპტიმიზმის საფუძველი მცირეა - კვიპროსული მედია დაუშვილზე

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული