კვარაცხელიას გოლი არ ჩაუთვალეს, მაგრამ "რუბინმა" შეხვედრა ხვიჩას ძალისხმევით გადაარჩინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურში ბოლოადგილოსანმა "უფამ" ყაზანის "რუბინს" უმასპინძლა და დაუზავდა - 1:1.

აუტსაიდერები ცუდად არ გამოიყურებოდნენ და ყაზანელებს რამდენიმე სწრაფი შეტევა განუხორციელეს.

მე-19 წუთზე აგალაროვმა მასპინძლები თერთმეტმეტრიანით დააწინაურა. აღსანიშნავია, რომ "რუბინის" კარში შესაძლო პენალტი VAR-მა მანამდეც გადაამოწმა, მაგრამ არ დაუნიშნავს. "უფას" გატანა 23-ე წუთზეც შეეძლო, თუმცა ყაზანელთა მეკარემ ივარგა.

ხვიჩა კვარაცხელიამ ხანგძლივი კომბინაციის შემდეგ, 34-ე წუთზე გაიტანა. საქმეში ისევ VAR-ი ჩაერთო, რომელმაც თამაშგარე მდგომარეობა საეჭვო ვითარებაში დააფიქსირა. ქართველი შემტევი მთელი შეხვედრის განმავლობაში ბევრს ცდილობდა -  თავდაპირველად, დაცვას აქტიურად ეხმარებოდა, შემდეგ კი შეტევაშიც გააქტიურდა.

"რუბინმა" კვარაცხელიას
ძალისხმევით გაათანაბრა - ხვიჩამ მასზე უკეთეს პოზიციაში მყოფი პლიევი ჩამოიცილა და ჟურავლიოვს ავტოგოლი გაატანინა.

შეხევდრაში კიდევ ერთი საკამათო ეპიზოდი იყო, რომელიც ვიდეორეფერის გადაწყვეტილებით, ისევ "უფას" სასარგებლოდ გადაწყდა და მათ კარში პენალტი არ დაინიშნა.

"რუბინი", რომელიც პრემიერლიგაში მე-9 ადგილს იკავებს, 30 ოქტომბერს ცსკა-ს უმასპინძლებს.

altკვარაცხელია სასტარტოშია - ხვიჩა მშრალი სერიის დასასრულებლად!



მკითხველის კომენტარები / 30 /
მოდის მოდის ყოველი მხრიდან, ბიჭები ფრთებს შლიან.
ძალიან მაგარი ნაკრები შეიკრიბება.
გეშინოდენ!!!
თენგო
24 ოქტომბერი 2021 19:08
4
დაცვასაც ეხმარება და შეტევაშიც კარგად თამშობს, უბალოდ ვერ ყვება გუნდი. თამაშგარე არ ყოფილა ის გოლი, უხეშობაზეც არ აფრთხილებენ მსაჯები, რა ხდება?
Winter
24 ოქტომბერი 2021 15:57
0
არანაირი აფსაიდი არ ყოფილა.
.
24 ოქტომბერი 2021 15:55
0
უაზრო ქებით დათვურ სამსახურს უწევთ. თამაშს ვუყურებდი, პირველ ტაიმში გავთიშე ძაან სვარკა იყო. მერე აქ კომენტარები წავიკითხე და ვიფიქრე მეორე ტაიმში ალბათ დაბრდღვნათქო და მიმოხილვას ვუყურე და გამიხარდა რო მეორე ტაიმზე აღარ მოვცდი. ხვიჩა ძალიან ნიჭიერია, მაგრამ არ უნდა რა ეს ზედმეტობები. არიქა თმა შეიჭრა, არიქა ეშმაკურად გაიღიმა და ასე შემდეგ. ვაცადოთ და ჩვენც ნუ ვიბანძებთ თავს
ლადო
25 ოქტომბერი 2021 04:10
7
ანუ როცა კარგად ითამაშებს მაშინაც ნეგატიური კომენტარები ვწეროთ და როცა ცუდად ითამაშებს მაშინაც? :დ
ცუდად არ უთამაშია, 100% იანი გოლი გაუუქმეს და მეორე ტაიმშიც ის გოლი მისი დამსახურება იყო. პლიუს ტექნიკური თამაში, რაც კომენტარმაც აღნიშნა. თუ სადმე შეცდომა დაუშვა ამას თავისი მწვრთნელი ეტყვის და თავადაც მიხვდება, არ ინერვიულოთ. დათვური სამსახური რა არის? ამ კომენტარებს წაიკითხავს და კარგად მითამაშია და აღარაფერი მაქვს გამოსასწორებელი მოდი აღარ ვივარჯიშებო იტყვის?:დ ყველაზე უკეთ თავად იცის როცა ეშლება, მაგიტომაც იყო უკმაყოფილო ბოლოს,რომ ვერ მოაგებინა გუნდს.
თმის შეჭრაზე კი გეთანხმებით, მაგ თემაზე კომენტარი რატომ უნდა კეთდებოდეს და სხვისი გარეგნობის გარჩევით რატომ უნდა იყოს ვინმე დაკავებული ვერ ვხვდები.
ლადოს
25 ოქტომბერი 2021 08:49
3
მაგ ზედმეტ ქება-დიდებაზე და მესისთან შედარებებზე, კარგი პასუხი გასცა იმედის ჟურნალისტს, ჯერ არაფრისთვის მიმიღწევია და ყოველ თამაშზე უნდა დაამტკიცო, რამის გაკეთება თუ შეგიძლიაო. ეგ ბიჭი ჩამოყალიბებულია უკვე და იცის რომ ბევრი უნდა იშრომოს იმ თავის ოცნებებამდე მისასვლელად. კარგად რომ ითამაშებს და აღნიშნავ რა კარგად ითამაშაო, ეგ არ იმოქმედევს მასზე ცუდად. დაუნახავი რომ იქნები და მაინც ნეგატიურ კომენტარებს ისვრი ეგაა რაც აფუჭებს ფეხბურთელს და მოტივაციას უკლავს. მისი ფორმიდან ამოვარდნა პირველ რიგში გუნდმა გამოიწვია და მეორე რიგში იმ არანორმალურმა ნეგატივმა რაც აგვისტოში ნაკრებში ჩამოუსვლელობის გამო დაატყდა.
ვიღაც არაადეკვატური ადამიანი რომ დაწერს მესის და რონალდუს ჯობიაო ამას თავადაც არ ჩააგდებს არაფრად.
რუსმა კომენტარემა კარგად თქვა, არ ჭირდება ყოველ წუთს რობენთან, კაკასთან და მსგავს ვარსკვლავებთან შედარება, ის უკვე თავად ყალიბდება ვარსკვლავადო. სხვასთან შეადარება მას უბრალოდ აკნინებს და თავადაც იცის რომ არაადეკვატური ქება უბრალოდ სასაცილოა. თუმცა ნებისმიერ გულშემატკივარს აქვს უფლება კვარა ერჩივნოს რონალდუს.
იმის თქმა მინდა, რომ ყალბ ქება-დიდებას ეგ ბიჭი ძალიან კარგად ხვდება და ისიც იცის, რომ დღეს რომ ვიღაც აქებს, ხვალ შეიძლება იმან გაასწოროს მიწასთან.
ლადოს
25 ოქტომბერი 2021 09:34
0
არ იყო აფსაიდი გადაამოწმეს და მაინც აფსაიდი ჩათვალეს წტფ?
SHAME!
24 ოქტომბერი 2021 15:51
0
ხვიჩამ თმები შეიჭრა და თამაშს ეგრეთვე დაეტყო.
გიგი
24 ოქტომბერი 2021 18:43
5
ყველა ქართველის თამაში რუსულ ლიგაში შეგიძლიათ ნახოთ: sport -tv.debtv.ru გისურვებთ წარმატებებს
ვაჟა მასწავლებელი
24 ოქტომბერი 2021 16:10
2
მატჩ პრემიერს და კიდევ რამდენიმე სპორტულ არხს,მეც მანდ ვუყურებ,მაგრამ ტელეგო 919.ცომ.ზე პროგრამებიცაა და ხშირად მანდ ვუყურებ.თუმცა ზოგი არხის პროგრამებია,მაგრამ თვითონ არხი დაბლოკილია,ჩვენი რეგიონისათვის,მათ შორის ",მატჩ პრემიერიც".რაც შეეხება თვითონ თამაშს,მხოლოდ ბოლო 10 წუთი ვნახე და მერე,მატჩის შემდგომი განხილვა.არ დანიშნული პენალტების შემთხვევაში,ორივე მხარეს,მსაჯი სწორად მოიქცა და ეს სლუცკიმაც აღნიშნა.ხვიჩამ კი,მთელი მატჩი ჩაატარა და მატჩის ბოლოსაც ძირითად საფრთხეს,ის ქმნიდა.გოლიც ხომ მან გაატანინა და არჩათვლილი გოლის ეპიზოდშიც,მშვენიერი ბურთი შეაგდო.სამწუხაროა,რომ პირველი დარტყმის დროს, მისთვის პასის მიმცემი,თამაშგარეში დარჩა და მეკარისაგან მოგერიებული დარტყმა,იქიდან შემოაბრუნა.გუნდი მომენტებს ქმნიდა,მაგრამ დესპოტოვიჩის არყოფნაში,ძველ რუბინს ემსგავსება და გოლის გატანა ძალიან უჭირს.თუმცა ხვიჩა უკვე საკუთარ თავს ემსგავსება.ცენტრშიც და მარჯვენა ფლანგზეც გადმოდიოდა და იქიდანაც ქმნიდა საფრთხეს.
სოსო
24 ოქტომბერი 2021 18:14
0
რუბინში ყველას ჯობია
ისიდორე
25 ოქტომბერი 2021 16:34
0
ხვიჩა გუშინ საუკეთესო იყო!!! წარმატებები!!!
tngh
25 ოქტომბერი 2021 16:17
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული