კვარაცხელიას გოლი არ ჩაუთვალეს, მაგრამ "რუბინმა" შეხვედრა ხვიჩას ძალისხმევით გადაარჩინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურში ბოლოადგილოსანმა "უფამ" ყაზანის "რუბინს" უმასპინძლა და დაუზავდა - 1:1.

აუტსაიდერები ცუდად არ გამოიყურებოდნენ და ყაზანელებს რამდენიმე სწრაფი შეტევა განუხორციელეს.

მე-19 წუთზე აგალაროვმა მასპინძლები თერთმეტმეტრიანით დააწინაურა. აღსანიშნავია, რომ "რუბინის" კარში შესაძლო პენალტი VAR-მა მანამდეც გადაამოწმა, მაგრამ არ დაუნიშნავს. "უფას" გატანა 23-ე წუთზეც შეეძლო, თუმცა ყაზანელთა მეკარემ ივარგა.

ხვიჩა კვარაცხელიამ ხანგძლივი კომბინაციის შემდეგ, 34-ე წუთზე გაიტანა. საქმეში ისევ VAR-ი ჩაერთო, რომელმაც თამაშგარე მდგომარეობა საეჭვო ვითარებაში დააფიქსირა. ქართველი შემტევი მთელი შეხვედრის განმავლობაში ბევრს ცდილობდა -  თავდაპირველად, დაცვას აქტიურად ეხმარებოდა, შემდეგ კი შეტევაშიც გააქტიურდა.

"რუბინმა" კვარაცხელიას
ძალისხმევით გაათანაბრა - ხვიჩამ მასზე უკეთეს პოზიციაში მყოფი პლიევი ჩამოიცილა და ჟურავლიოვს ავტოგოლი გაატანინა.

შეხევდრაში კიდევ ერთი საკამათო ეპიზოდი იყო, რომელიც ვიდეორეფერის გადაწყვეტილებით, ისევ "უფას" სასარგებლოდ გადაწყდა და მათ კარში პენალტი არ დაინიშნა.

"რუბინი", რომელიც პრემიერლიგაში მე-9 ადგილს იკავებს, 30 ოქტომბერს ცსკა-ს უმასპინძლებს.

altკვარაცხელია სასტარტოშია - ხვიჩა მშრალი სერიის დასასრულებლად!



მკითხველის კომენტარები / 30 /
არ ვიცი სლუცკი ალბათ დააშინეს ორგანოებმა თორემ ხმა რატომ არ ამოიღო ჯერ იმაზე რომ პირველი პენალი აბსოლუტურად უსამართლოდ დანიშნეს რუბინის კარში-ჯერ ერთი წესების დასრღვევა აბილგორის კი არა იმის მხრიდან იყო რომ შეუძვრა ქვეშ და ჯარიმის პროვოკაცია გაუკეთა კარგად დააკვირდით რას აკეთებს უფელი მაგ მომენტში და მეორეც--ჯარიმა თუ მაინც იყო ის იყო საჯარიმოს გარეთ და მერე უკვე საჯარიმოში დაეცა ის უფელი ! მერე ხვიჩას გოლის დროს ხო საერთოდ არ იყო თამაშგარე--ჯერ ერთი დაიერი აშკარად უკან იდგა და ეჭვებს ისიც აღვივებს რომ ხაზებით არ გვანახეს სტოპ კადრი @ და მეორე--ბურთი ხომ მეტოქისგან (მეკარისგან) მიუვიდა დაიერს და ამ შემთხვევაში თამაშგარე რატომ ითვლება ? ხვიჩას თამაშს რაც შეეხება სასწაული თამაში ქონდაო ვერ ვიტყვი მაგრამ ძალიან კარგად ითამაშა---აჩათვლილი ნაღდი გოლი პლიუს საგოლე გადაცემა მაგარი აქტიურობა და კიდევ არავინ არ მიაქცია ყურადრღება თამაშის ბოლოს მეკარისგან გადმოვარდნილი ბურთი რომ დაარტყა აშკარად თავზე უნდოდა გადაეგდო მაგრამ მარჯვენა ფლანგზე იყო და მარცხენათი დარტყმა ვერ გამოუვიდა(( თავის ფლანგზე რომ ყოფილიყო და მარვენათი დაერტყა ასიანი ულამაზეს გოლს გაიტანდა! და ამ ბოლო დროს რაღაცა ვაკვირდები და ძალიან ხშირად აიგნორებენ თანაგუნდელები @ ინ ბომს ვაქებდი ადრე რომ ხშირად აძლევდა პასებს მაგრამ ამ ბოლო დროს მაგანაც დაუწყო იგნორირება @ ერთადერთი სამოშნიკოვია პასებით რომ ამარაგებს მაგრამ ისივ ალბათ იმის გამოა რომ მის ფლანგზე თამაშობს P.S თამაშის ბოლოს ძალიან კარგი კადრი იყო ხვიჩას უფელი პლიევი როგორ თბილად ძმაკაცურად ელაპარაკებოდა იმის მიუხედავას რომ მთელი თამაში სისხლი გაუშრო ხვიჩამ და ბევრი შეგდომაც დააშვებინა ! აშკარად ჩანს რომ ხვიჩა ბევრს უყვარს და მეტოქეებიც პატივს სცემენ ის უფელი რომ გაექაჩა ხვიჩას ისიც თანაგუნდელებმა გაათრიეს უკან ! და თუ ჯარიმდებიან მის წინააღმდეგ ეს მწვრტნელების დავალებაა-ყველა ხერხით შეაჩერეთ ხვიჩაო @
ზურა222
25 ოქტომბერი 2021 06:59
2
კარგია. წიტაიშვილიც კარგია. ერთ გუნდში მანახე ესენი, კიტეიშვილთან ერთად სისტემატიურად. ,,ფიფანოს,, მერე მაგ გუნდის გულშემატკივარი ვიქნები. ))
100%
25 ოქტომბერი 2021 17:28
1
როგორც ასეთი ავტოგოლი არ არსებობს, რადგან არავის სურვილი არ არის საკუთარ კარში ბურთის გატანა, ანუ ამას ვიღაც აიძულებს. გატანილი ბურთი კი იმას ავტოგოლად ეთვლება ვისაც ამის გაკეთება არ უნდა და არც დაურტყავს თავის კარში, ის კი ვინც დაარტყა მის კარში და აიძულა რიკოშეტით საკუთარ კარში ბურთი შეეგდო, ბურთი გატანილად არ ეთვლება, კანონიერია? ამ შემთხვევაში დამრტყმელს გოლი უნდა ჩაეთვალოს, ხოლო დამცველს გინდათ ავტოგოლად ჩაეთვალოს და გინდ ჯანდაბად. თქვენ რას იტყვით?
ჟორა გაბრიჭიძე
25 ოქტომბერი 2021 17:23
3
მასე კალაძე თავის შედევრს დაკარგავს
თამაზი
25 ოქტომბერი 2021 20:36
0
სად უყურებთ თამაშს იქნებ დალინკოთ ვინმემ
ხვიჩა
24 ოქტომბერი 2021 15:58
0
გოოოოლ.რუ აქ ვუყურბ რუსული ასობით ამრიფე
დიმო
24 ოქტომბერი 2021 22:11
0
ხვიჩას გოლი არაა და .... რა, მისი დარტყმის მერე ბურთი კარში გადიოდა და მცველს შეეხო თუ რა? თითქმის პირით ხაზიდან საჯარიმოში ბრმად შემოაბრუნა ბურთი და მცველს მოგერიების ნაცვლად საკუთარ კარში მოეჭრა.გაუქმებული გოლის ეპიზოდი კიდევ უფრო მარტივია; პიველი კარში დარტყმის მომენტში ის ფეხბურთელი,რომელმაც კვარას პასი მისცა თამაშგარეში იყო აშკარად,რაც მსაჯებმა დააფიქსირეს კიდეც. კიდევ..,უფა'რუსეთის ჩემპიონატის ბოლო ადგილზეა და უკვე 19 თუ 20 გოლი აქვს გაშვებული.
ხოოოო!
25 ოქტომბერი 2021 15:21
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული