"სილესენისთვის "ვალენსიას" კარში დაბრუნება მარტივი არ გამოდგა - ბორდალასის ფეხბურთელებს უკვე ექვს შეხვედრაში არ გაუმარჯვიათ. კარის მშრალად მხოლოდ ერთხელ შენახვა და ბოლო ოთხ თამაშში 6 გაშვებული გოლი ნიშნავს, რომ ნიდერლანდელი კიპერი ამოცანისთვის თავის გართმევას ვერ ახერხებს.
რეალობა ისაა, რომ სილესენი გიორგი მამარდაშვილის შედეგების გაუმჯობესებას ვერ ახერხებს. ქართველმა მიცემული შანსი გამოიყენა - მიუხედავად იმისა, რომ ბორდალასის თავდაპირველი გადაწყვეტილება სილესენზე დაყრდნობა იყო. გიორგის მიერ "ხეტაფესა" და "ალავესთან" ჩატარებულმა შეხვედრებმა ეიფორია გამოიწვია, თუმცა მადრიდის "რეალთან" და "სევილიასთან"
მამარდაშვილმა ექვს მატჩში შვიდი გოლი მიიღო და ორჯერ კარი მშრალად შეინახა. ის საშუალოდ 1.16 გოლს უშვებდა, სილესენი კი ამ მაჩვენებლით 1.5-მდე ავიდა. ფაქტობრივად, ნიდერლანდელი ვალდებულია, მოახლოებულ შეხვედრებში - "ბეტისსა" და "ვილიარეალთან", კარი მშრალად შეინახოს, რათა ამით მამარდაშვილზე უკეთესი შედეგი აჩვენოს, ან უარეს შემთხვევაში, გაუთანაბრდეს მას."
"ესტადიო ბენიტო ვილამარინზე" "ბეტისი" "ვალენსიას" 27 ოქტომბერს უმასპინძლებს.
"მამარდაშვილის უთამაშებლობა დანაშაულია. პრობლემა გადასაწყვეტია" - ესპანური მედია