რუსეთის პრემიერლიგის მე-17 ტურში ერთ-ერთ აუტსაიდერ "ნიჟნი ნოვგოროდთან" სტუმრად წაგებულ მატჩში (1:2) "რუბინის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია 52-ე წუთზე შეცვალეს. გულშემატკივრებმა მეკარე იური დიუპინი გააკრიტიკეს, ხოლო მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის "ფიზრუკი" უწოდეს და მის გადაყენებას მოითხოვენ. ზოგიერთი კი აღნიშნავს, რომ გუნდის თავკაცს უკეთესი შედეგის საჩვენებლად სათანადო შემადგენლობა არ ჰყავს. აი, რა თქვა სლუცკიმ შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე.
- რასთანაა დაკავშირებული ხვიჩას ასე ადრეული შეცვლა? თუ მოსროლილი ხელთათმანით ვიმსჯელებთ, ის შეცვლით უკმაყოფილო დარჩა?
- არ ვიცი, უკმაყოფილოა თუ კმაყოფილი, მაგრამ მოედანზე მოქმედების მიხედვით, ჯერ
კიდევ შესვენებაზე იყო შესაცვლელი.
- თქვენი გუნდი ამ სეზონში უკვე მეორედ დამარცხდა "ნიჟნი ნოვგოროდთან". თქვენი აზრით, ეს ერთჯერადი ნეგატიური შედეგია თუ გუნდის კრიზისის მაჩვენებელი?
- შემდეგი კითხვა.
- დრეიერმა მეშვიდე გოლი გაიტანა, უახლოეს მდევარ ბომბარდირების ანგარიშზე მხოლოდ 2 გოლია. თუ გასულ სეზონში გუნდი დესპოტოდმოკიდებულებას განიცდიდა, ახლა დრეიერდამოკიდებულება დაიწყო?
- ჩვენ გვქონდა კვარაცხელია-დამოკიდებულება, დესპოტოვიჩ-დამოკიდებულება და მაკაროვ-დამოკიდებულება. თუ ასე ვიმსჯელებთ, მსოფლიოში, ალბათ, ყველა გუნდი ვიღაცაზე დამოკიდებულებას განიცდის, თუ ჰყავს ისეთი მოთამაშე, რომელსაც ბევრი გოლის გატანა შეუძლია.
რასაც ვამბობდი- გადასვლის დღიდან.
არადა ინგლისში, ან გერმანიაში - მაგარ ფორმაში დააყენებენ, ფიზიკურად, მენტალურად მაგრად გააძლიერებდნენ.
წარმოიდგინე რომ ჯარში ხარ და რუბინში უნდა მოიხადო )
შენი ძია სლუცკი ლონია
მიზეზები არ გველევა.
პროფესიონალები თითქმის არ გვყავს.
წელს მივიდა მარჯვენა დანიელი შემტევი და უკვე 7 გოლი აქვს გატანილი და კვარაცხელია რომელიც ამ გუნდსი ლიდერია და 20 მილიონად აფასებენ 16 მატჩში სულ 1 გოლი აქვს გატანილი ვიღაც იტყვის გოლების გატანა კიარა გამწვავება კვარას ძლიერი მხარეოო მაგრამ ნებისმიერი ევროპელი მენეჯერი პირველ რიგში აკვირდება სტატისტიკას რამდენი გოლი და საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული ფეხბურთელს სეზონში და 1 გოლი 16 მატჩში ესაა კატასტროფა შემტევისთვის მითუმეტესი იმ შემტევისთვის რომელსაც პრეტენზია აქვს რომ ტოპ ლიგის დონეზე ითამაშოს.
ასეთი თამაშით ტოპ ლიგის არცერთი გუნდი არ წაიყვანს და მითUმეტეს 20 მილიოსაც არავინ გადაიხდის.
სლუცკი ყველგან 1 წლიანი შედეგის კაცია