სილესენმა "ლა ლიგის" მიმდინარე სეზონში 2 საგოლე პასი მიითვალა. აღსანიშნავია, რომ 21-ე საუკუნეში ასეთი შედეგი სულ 6 კიპერს აქვს. სიის ლიდერი დუდუ ავატეა - 3 შედეგიანი პასით ის "რასინგის", "დეპორტივოსა" და "მალიორკასა" ღირსებას იცავდა.
მატჩის შემდეგ მეკარემ, რომელმაც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში 50-ე შეხვედრა გამართა, კომენტარი გააკეთა:
"მოდით, შობით დავტკბეთ. გვსურს, მანამდე ორ შეხვედრაში გავიმარჯვოთ და შემდეგ ვისიამოვნოთ“.
სილესენი ასევე
16 დეკემბერს "ვალენსია" თასის 1/32-ფინალში "არენტერიოს" ესტუმრება. იმედია, ამჯერად თავის გამოჩენის შანსი გიორგი მამარდაშვილს მიეცემა. შეგახსენებთ, "კოპა დელ რეის" წინა ეტაპზე კიდევ ერთმა სათადარიგო მეკარე ხაიმე დომენეკმა ითამაშა.
კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა გუნდი მზადებას ჩვეულებრივ განაგრძობს.
eldesmarques: მამარდაშვილის ფასი 8 მილიონი გახდა, "ვალენსია" კი 10-ჯერ უფრო იაფად შეძენას არ ჩქარობს