ქეცბაია გამარჯვებით კმაყოფილია და კიდევ ორი მოგების იმედი აქვს

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატზე „დოქსასთან“ მოგებული მატჩის (2:0) შემდეგ კომენტარი „ანორთოსისის“ მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გააკეთა:

„გასვლაზე ევროტურნირზე მძიმე მოედანზე ჩატარებული თამაშის შემდეგ რთული შეხვედრა მოვიგეთ. გუნდმა პირველივე ტაიმიდან აჩვენა, რომ გამარჯვება სურდა. პირველი ტაიმი ძალიან კარგად ჩავატარეთ, გოლი გავიტანეთ, პენალტი გავაცუდეთ, შემდეგ თერთმეტმეტრიანი გამოვიყენეთ. ვფიქრობ, 3 ქულა დავიმსახურეთ. ადვილი მატჩები არ არსებობს, მუდამ სერიოზული მზადყოფნა გვმართებს.

ვერ ვიტყვი, რომ საუკეთესო შეხვედრა ჩავატარეთ, სხვა მატჩებშიც კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ქულები ვერ მოვიპოვეთ. გუნდი შინაარსიანად მოქმედებდა და ეს იყო მთავარი. „ეთნიკოსთან“ მძიმე დაპირისპირება გველის, მერე
წლის ბოლოს „პაეკთან“ და ორივე მატჩის მოგება გვინდა“.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული