რა მოხდება ზაფხულში? deportevalenciano: სილესენი მამარდაშვილთან კონკურენციაში მშვიდადაა

AutoSharing Option
იასპერ სილესენმა ოპტიმალურ ფორმას მიაღწია. ის ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა.

ყოფილი კატალონიელის სეივებით "ღამურებმა" არაერთი ქულა მოიპოვა. ასე იყო უკანასკნელ დაპირისპირებაში "ლევანტეს" (4:3) წინააღმდეგ; მანამდე - "ვილიარეალთან", "სელტასთან" და "ელჩესთან". 

არ ვიცით, რა მოხდება მომავალ ზაფხულს, როცა მისი კონტრაქტის დასრულებამდე ერთი წელი დარჩება. თუკი ის ასე გააგრძელებს, ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე აუცილებლად გაემგზავრება. ამ დროს საკლუბო სეზონი უკვე დაწყებული იქნება.

იასპერის მომავალი ევროტურნირებზეც იქნება დამოკიდებული, სადაც მონაწილეობის შანსი "ვალენსიას" ნამდვილად აქვს. ამ დონეზე ყოფნა სილესენისთვის საუკეთესო ამბავია და გიორგი მამარდაშვილთან
კონკურენციაში თავს მშვიდად გრძნობს.

მომზადებულია deportevalenciano-ს მიხედვით


altსილესენს აუტსაიდერმა 3 გაუტანა - "ვალენსიამ" მაინც მოიგო [VIDEO]

altქართველი მეკარეების ორშაბათი - მაკარიძისა და მამარდაშვილის შანსები

altმამარდაშვილი თუ ხაუმე? - plazadeportiva-ს მთავარი დილემა



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული