გიორგი ჩაკვეტაძე "ჰამბურგში" სამ მატჩში შეცვლაზე შევიდა და მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი მეორე ბუნდესლიგაში თამაშობს, ქართველი საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა. ამჯერად ჩაკვეტაძეს თამაში გერმანიის ყველაზე პოპულარულმა სპორტულმა გამოცემამ, "კიკერმა" მოუწონა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ვერც ამა წლის იანვარში ვერ შეძლო "ჰამბურგმა" ვინმეს შეძენა (მხოლოდ გიორგი ჩაკვეტაძე აიყვანა იჯარით) და საჯარო განხილვის საგანი გახდა, მზად არის თუ არა გუნდი ბუნდესლიგაში დასაბრუნებლად, თუმცა "ზანდჰაუზენთან" მატჩში (1:1) შესვენების შემდეგ შეცვლაზე ჩაკვეტაძე, დავიდ კინსომბი და იან გიამერაჰი შევიდნენ და HSV-ს მათი სახით მოედანზე სამი
ჯოკერი ჰყავდა, კლუბის სპორტული დირექტორი მიხაელ მუტცელი კი ამბობს, რომ სეზონის დასკვნით ეტაპზე ეს კარგის მომასწავებელია და თამაშის სურათის შეცვლა სათადარიგოებითაც შეუძლიათ.
ჩაკვეტაძე ხარისხიან გარდატეხას ახდენს
"კინსომბიმ "ზანჰაუზენთან" შეხვედრაში ლიუდვიგ რაისის ნაცვლად მოედანზე შესვლისას თავი კარგად წარმოაჩინა. მეტოქის კართან ხიფათს ჩაკვეტაძე ქმნიდა, რომელიც პრინციპში, უფრო ცენტრში მოთამაშეა, მაგრამ ბოლო მატჩებში ფრთაზე მოგვევლინა ჯოკერად. 22 წლის გიორგიმ რამდენიმე კვირაში დაამტკიცა, რომ ხარისხიანად შეუძლია გარატეხის უზრუნველყოფა.
ქართველი ზამთარში ერთადერთი იყო, რომელიც "ჰამბურგმა" დაიმატა და წასული ტომი დოილის (ჯერ "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა, ახლა კი "კარდიფ სიტიშია") პირდაპირი შემცვლელი - იმედს გვაძლევს, რომ ეს გადაწყვეტილება შეიძლება სწორი გამოდგეს. კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი დაბრუნდა და რამდენიმე დაბრუნდება და გუნდს შემადგენლობის საკმაო სიღრმე ექნება. ეს ბოლო დაპირისპირებაში გამოჩნდა".
hamburger morgen post-ი წერს, რომ მუტცელს ჩაკვეტაძეზე აბოდებს, 85-ე წუთზე განხორციელებული შესანიშნავი სოლო-რეიდი მის უზარმაზარ ეფექტურობაზე მეტყველებს; მართალია, გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ ქართველის მიერ იერიშის დაგვირგვინება მხოლოდ ცოტა ხნით გადაიდო და საკითხავია, როდის ვიხილავთ "ჩაკის" სასტარტოში.
"ახლა სეზონში მნიშვნელოვანი ეტაპი დგება, თამაში ყველას სურს. ჩაკვეტაძე უკვე დადარაჯებულია შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად - თამაში ძირითად შემადგენლობაში ან გოლის პრემიერა".