ფიფამ რუსეთსა და უკრაინაში მოასპარეზე ლეგიონერებს 7 აპრილამდე საზღვარგარეთულ გუნდებში გადასვლის უფლება მისცა. estadiodeportivo იტყობინება, რომ სეგუნდადივიზიონის "ალმერია", რომელიც სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და პრიმერაში გადასვლისთვის იბრძვის, შეიძლება ფეხბურთელები დაიმატოს.
გამოცემის ცნობით, უკრაინაში "ალმერიასთვის" საინტერესო ფეხბურთელები და მათ შორის სამი მცველია - მარლონი (შახტარი, ბრაზილია, 27 წლის), ვიტაო (შახტარი, ბრაზილია, 22 წლის), საბა კვირკველია (მეტალისტი, საქართველო, 30 წლის), მათ ტრანსფერებს განიხილავს და თუ ისინი გადაიბირა, გუნდ
ის სხვა ფეხბურთელებისთვის ხელფასების შემცირება მოუწევთ.
"ამ სიაში ბოლო "მეტალისტის" 30 წლის მცველი საბა კვირკველიაა. ის გამოცდილია, თამაშობდა რუსეთის პრემიერლიგაში, მონაწილეობა აქვს მიღებული ევროტურნირებზე. გასათვალისწინებელია, რომ ამ სეზონში სასტარტოში სისტემატურად ვერ ხვდებოდა. ერთ-ერთი, რამაც შეიძლება კვირკველიას "ალმერიაში" გადასვლასა და გუნდში დამკვიდრებაში ხელი შეუწყოს, მისი თანამემამულე მეკარე გიორგი მაკარიძეა", - წერს estadiodeportivo.
ფიფას გადაწყვეტილებით, კლუბებს მხოლოდ ორი ფეხბურთელის დამატების უფლება აქვთ.
გაითვალისწინეთ ვისაც ეხება!
საბასაც რაღაც უცნაური ტრავმა ჰქონდა და იმედია დასძლია.
P.S.-ახალგაზრდა სპორტსმენების საყურადღებოდ: თქვენმა მონა-მორჩილმა(ასე ამბობენ,არ გამიბლატავდეთ) 18 წლის ასაკში დაასრულა იმედისმომცემი კარიერა-ექიმები(ცხონებული თელია,ზაალიშვილი) მკურნალობას მიწერდნენ-თუ არ გიშველა გამოკვლევაზე გაგიშვებთო.
მერე ღუდუშაურში-ერთმა ასევე კარგმა ექიმმა მითხრა:შვილო ფეხბურთი ხო თვითმიზანი არ არის,თუ ითამაშებ იცოდე დიდ დატვირთვებზე ყოველთვის რაღაც პრობლემა გექნება და ფეხბურთს შეეშვიო.
და ყველაზე საინტერესო,წლების მერე დავადგინე მიზეზი- ბავშვობაში არანორმალურად ცხარე კერძებს ვეტანებოდი რაც თირკმელს ტვირთავდა და ამის გამო მქონდა კუნთების ქრონიკული დაჭიმულობა.
ახლაც როცა გადავაჭარბებ ცხარე კერძებს,ან ლუდის სმას(ცხარე 3-4 უცხარესი მწვანე წიწაკა,ლუდი 7-8-9 კათხა) ღამე მაღვიძებს ზუსტად იმ კუნთების ტკივილი რაც გეხბურთელობისას და ჩემთვის დავადგინე,მეჭამა წიწიბურა და ბრინჯი-ახლა ფეხბურთელი ვიქნებოდი(ნუ რონალდოს ტოლი ვარ) გაითვალისწინეთ,ყველაფერი რასაც ორგანიზმი ებრძვის აირიდეთ,თქვენი ორგანიზმი საკმარისად იბრძვის მოედანზე და თუ "რამეს" დაუმატებთ გაგიჭედავთ.
რაც შეეხება საბა კვირკველიას,ისედაც ფორმაში და წონაში ჩადგომის პრობლემა ჰქონდა და ახლა,ამ დაბომბვებში, სისტემატურად ვარჯიშს ახერხებდეს,ძალიან მეეჭვება.ალმერიაში ალბათ შეამოწმებენ და ღმერთმა ქნას,აიყვანონ,მაგრამ ძალიან მეძნელება.მათ გუნდის გაძლიერება სურთ,ლა ლიგაში გადმოსასვლელად,საბა კი,საუკეთესო შემთხვევაში,სეზონის ბოლოს თუ დაეხმარება გუნდს.ძალიან გავიხარებ,თუ ძველ ფორმაში დაბრუნებულ საბას ვიხილავ მიინდორზე.