საბა კვირკველიას ესპანურ გუნდში გადასვლის შესაძლებლობა გამოუჩნდა

AutoSharing Option
ფიფამ რუსეთსა და უკრაინაში მოასპარეზე ლეგიონერებს 7 აპრილამდე საზღვარგარეთულ გუნდებში გადასვლის უფლება მისცა. estadiodeportivo იტყობინება, რომ სეგუნდადივიზიონის "ალმერია", რომელიც სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და პრიმერაში გადასვლისთვის იბრძვის, შეიძლება ფეხბურთელები დაიმატოს.

გამოცემის ცნობით, უკრაინაში "ალმერიასთვის" საინტერესო ფეხბურთელები და მათ შორის სამი მცველია - მარლონი (შახტარი, ბრაზილია, 27 წლის), ვიტაო (შახტარი, ბრაზილია, 22 წლის), საბა კვირკველია (მეტალისტი, საქართველო, 30 წლის), მათ ტრანსფერებს განიხილავს და თუ ისინი გადაიბირა, გუნდ
ის სხვა ფეხბურთელებისთვის ხელფასების შემცირება მოუწევთ.

"ამ სიაში ბოლო "მეტალისტის" 30 წლის მცველი საბა კვირკველიაა. ის გამოცდილია, თამაშობდა რუსეთის პრემიერლიგაში, მონაწილეობა აქვს მიღებული ევროტურნირებზე. გასათვალისწინებელია, რომ ამ სეზონში სასტარტოში სისტემატურად ვერ ხვდებოდა. ერთ-ერთი, რამაც შეიძლება კვირკველიას "ალმერიაში" გადასვლასა და გუნდში დამკვიდრებაში ხელი შეუწყოს, მისი თანამემამულე მეკარე გიორგი მაკარიძეა", - წერს estadiodeportivo.

ფიფას გადაწყვეტილებით, კლუბებს მხოლოდ ორი ფეხბურთელის დამატების უფლება აქვთ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
პასპორტში მაინც ჩაიხედოს ან სარკეში, რაის ლა-ლიგა?)) ღადაობაა)) იქ სიომინი და კიკნაძე თუ ხვდება- კი
ვოვა
12 მარტი 2022 13:36
0
საყურადღებოა ლევანის კომენტარი!!!
გაითვალისწინეთ ვისაც ეხება!
თემური
12 მარტი 2022 11:20
1
ბეილის ფოტო იდო სადღაც 2014 და 2020 ფეხებზე იყო კონცენტრირება-2014 კუნთები ასკდება და 2020 ფიზიკა-მათემატიკოსის ფეხები აქვს(სუსტი და არაჯანმრთელი შესახედაობის)
საბასაც რაღაც უცნაური ტრავმა ჰქონდა და იმედია დასძლია.
P.S.-ახალგაზრდა სპორტსმენების საყურადღებოდ: თქვენმა მონა-მორჩილმა(ასე ამბობენ,არ გამიბლატავდეთ) 18 წლის ასაკში დაასრულა იმედისმომცემი კარიერა-ექიმები(ცხონებული თელია,ზაალიშვილი) მკურნალობას მიწერდნენ-თუ არ გიშველა გამოკვლევაზე გაგიშვებთო.
მერე ღუდუშაურში-ერთმა ასევე კარგმა ექიმმა მითხრა:შვილო ფეხბურთი ხო თვითმიზანი არ არის,თუ ითამაშებ იცოდე დიდ დატვირთვებზე ყოველთვის რაღაც პრობლემა გექნება და ფეხბურთს შეეშვიო.
და ყველაზე საინტერესო,წლების მერე დავადგინე მიზეზი- ბავშვობაში არანორმალურად ცხარე კერძებს ვეტანებოდი რაც თირკმელს ტვირთავდა და ამის გამო მქონდა კუნთების ქრონიკული დაჭიმულობა.
ახლაც როცა გადავაჭარბებ ცხარე კერძებს,ან ლუდის სმას(ცხარე 3-4 უცხარესი მწვანე წიწაკა,ლუდი 7-8-9 კათხა) ღამე მაღვიძებს ზუსტად იმ კუნთების ტკივილი რაც გეხბურთელობისას და ჩემთვის დავადგინე,მეჭამა წიწიბურა და ბრინჯი-ახლა ფეხბურთელი ვიქნებოდი(ნუ რონალდოს ტოლი ვარ) გაითვალისწინეთ,ყველაფერი რასაც ორგანიზმი ებრძვის აირიდეთ,თქვენი ორგანიზმი საკმარისად იბრძვის მოედანზე და თუ "რამეს" დაუმატებთ გაგიჭედავთ.
Levani
12 მარტი 2022 00:52
0
ძალიან ვწუხვარ ლევან,შენი დაღუპული კარიერის გამო.შენი ეს პოსტი,ახალგაზრდა სპორტსმენებმა უნდა ამობეჭდონ და სამახსოვროდ,ყოველდღიურად შესახსენებლად,მაგიდაზე უნდა დაიდონ.არასწორი კვების შესახებ,უამრავი რამე იწერება,მაგრამ საკუთარი გამოცდილებით,თითქმის არავინ წერს.იმედია ბიჭები წაიკითხავენ და გაითვალისწინებენ.
რაც შეეხება საბა კვირკველიას,ისედაც ფორმაში და წონაში ჩადგომის პრობლემა ჰქონდა და ახლა,ამ დაბომბვებში, სისტემატურად ვარჯიშს ახერხებდეს,ძალიან მეეჭვება.ალმერიაში ალბათ შეამოწმებენ და ღმერთმა ქნას,აიყვანონ,მაგრამ ძალიან მეძნელება.მათ გუნდის გაძლიერება სურთ,ლა ლიგაში გადმოსასვლელად,საბა კი,საუკეთესო შემთხვევაში,სეზონის ბოლოს თუ დაეხმარება გუნდს.ძალიან გავიხარებ,თუ ძველ ფორმაში დაბრუნებულ საბას ვიხილავ მიინდორზე.
სოსო
12 მარტი 2022 17:12
0
ყველაზე კარგი ვარიანტი ეროვნული ლიგაა თუ რათქმა უნდა რომელიმე კლუბმა გამოთქვა სურვილი
ისიდორე
11 მარტი 2022 23:16
0
კარგი შანსი აქვთ ლა ლიგაში თამაშის. არაა ეს შანსი დასაკარგი. მემგონი იდეალურ ფორმაშია, თუ მის ფორმასაც გავითვალისწინებთ. ეგებ ძველი კონდიციები აღიდგინოს
Haaland
11 მარტი 2022 23:16
0
ებიჯო მიდიიიი … ისე ეგრე როგორ მოუკლო ტიპმა საინტერესოა …
bejo
11 მარტი 2022 21:58
0
დრო იყო კვირკველია ბეილს აჩერებდა.. ეხლა ორივე გაჩერებულია☹
შავი კაცი
11 მარტი 2022 19:52
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული