რა შეცვალა მამარდაშვილის ბრწყინვალე ფორმამ? - "კალმის ერთი მოსმით ყველაფერი სასიკეთოდ გადაწყდა"

AutoSharing Option
"ლა ლიგის" ოფიციალური გვერდი 30-ე ტურის "მატჩის მეფეს" გამოკითხის მეშვეობით ადგენს, სადაც გამარჯვების დიდი შანსი "ვალენსიას" კარის დარაჯ გიორგი მამარდაშვილს აქვს. ქართველი ფეხბურთელის მშვენიერ სერიაზე AS-იც წერს:

"სულ რაღაც ხუთიოდე ტურის წინ ბორდალასის გუნდი მესამე იყო, რომელმაც ამ სეზონში ყველაზე მეტი გოლი გაუშვა და "ბარსელონას" წინააღმდეგ დიდი ანგარიშით (1-4) მარცხი ნიშნავდა, რომ ისინი დაცვით თამაშში ფსკერზე დაეშვნენ, თუმცა კალმის ერთი მოსმით ყველაფერი სასიკეთოდ გადაწყდა...

ისე მოხდა, რომ ხსენებული შეხვედრის შემდეგ ბორდალასის გუნდმა მხოლოდ 1 გოლი გაუშვა. ჯერ ყველაფერი შორსაა იქამდე,
თუკი "ღამურებს" ევროტურნირებზე გასვლა სურს. თუმცა, ერთი რამ ფაქტია, გიორგი მამარდაშვილი ბრწყინვალე ფორმაშია - მას 20 თებერვლის შემდეგ საკუთარ კარში გოლი არ მიუღია და მისი კარისკენ წასული ბურთი 15-ჯერ მოიგერია."

"ვალენსია" უახლოეს მატჩს 11 აპრილს, სტუმრად "რაიო ვალეკანოსთან" გამართავს, 23 აპრილამდე კი, როცა ბორდალასის გუნდი თასის ფინალში "ბეტისს" დაუპირისპირდება, "ლა ლიგაში" 3 ტური ჩატარდება.

altმამარდაშვილმა სილესენს საბოლოოდ აჯობა - "დებატები დასრულებულია"

altმამარდაშვილი, როგორც შედეგების გაუმჯობესების მთავარი "გასაღები" - ესპანური მედია

altმატჩის დღე! უმნიშვნელოვანესი მომენტი მამარდაშვილისთვის - ვინც დღეს, ის ფინალში?

მკითხველის კომენტარები / 9 /
Skeleton-ის პოსტმა დამაფიქრა და აბსოლიტურად ვეთანხმები. ჩვენ ეკონომიკურად, სოციალურად, დემოგრაფიულად და ლამის ყველა მიმართულებით ჩამორჩენილი ქვეყანა ვართ და პატარ-პატარა წარმატებები, რომელიც ქართველი კაცის ინდივიდუალურ ნიჭიერებასთან არის დაკავშირებული, გულს გინათებს და იმედით გავსებს. საკუთარი აზრის გამოთქმას და ობიექტურ კრიტიკას არავის ვუშლით, არც აქვს ვინმეს ამის უფლებადა საჭიროზე-საჭირო საქმეცაა ხანდახან, მაგრამ რას გავს იმდენი სიძულვილი, ცინიზმი, დაცინვა რაც მამარდას, კვარაცხელიას და ზოგი ჩვენი სპორტსმენის მიმართ, ოდნავ ფეხი რომ დაუცდება და მაშინვე დავაყრით. არ ვარგა ადამიანის ასე გამეტება. ჩვენ პატარა ერი ვართ და ისე შევხედოთ მათ, როგორც ჩვენი შვილები, ჩვენი ოჯახის წევრები.
თენგაბი
11:28 07-04-2022
0
კარგით რა. ნუ გააბუქებთ ხოლმე ყველაფერს
მორიელი
21:18 06-04-2022
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული