
საიტი საინტერესო ახალ ამბავსაც გვაწვდის და წერს, რომ ნეაპოლში ჩვენებურს ასე დაუძახებენ - Cuarascelia (კუარასკელია).
როგორც იცით, ხვიჩას სერია A-ში გადაბარგება დროის საკითხია. გავრცელებული ინფორმაციით, ის "ნაპოლისთან" ზაფხულში ხელს 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს.
იტალიური პრესა კვარაცხელიას შესახებ ყოველდღიურად წერს და აღნიშნავს, რომ კალჩოში კიდევ ერთი პერსპექტიული და ნიჭიერი ფეხბურთელი მიდის, რომელიც შესაძლოა, დიდ ვარსკვლავად იქცეს.