ზივზივაძის დუბლი, ბერიძის გოლი და "უიპეშტის" მორიგი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უნგრეთის ჩემპიონატზე ისევ გამოიჩინეს თავი ბუდუ ზივზივაძემ და გიორგი ბერიძემ.

28-ე ტურში მათმა "უიპეშტმა" საკუთარ მოედანზე 4:0 გაანადგურა „ზალაეგერშეგი“. ზივზივაძემ დუბლი შეასრულა, ერთი გოლი კი ბერიძემ გაიტანა და საგოლე გადაცემაც გააკეთა.

ზივზივაძემ „უიპეშტში“ 8 მატჩში 9 გოლი გაიტანა, ხოლო ბერიძის ანგარიშზე 22 შეხვედრაში 7 გოლია. ბუდუმ 61-ე წუთამდე ითამაშა, გიორგიმ კი 77-მდე.

„უიპეშტმა“ ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა, 39 ქულით უკვე მეოთხე ადგილზეა და 24 აპრილს გასვლაზე „ფერენცვაროშს“ დაუპირისპირდება, ხოლო იქამდე, 19 აპრილს თასზე „პაკშის“ უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ეს მესის ან კრისტიანოს რო გაეტანა, ოქროს ბურთს გადასცემდნენ ეგრევე. ბუდუმ აიწყვიტა!!!
მინდია
09:52 17-04-2022
0
BUDUC DA BERIDZEC NAKREBSHI TAVDASXMASHI , SANIOLI ES PEGBURTELEBI ZIRITADSHI GVINDA, XOM XEDAV ERTMANETIS USITKVOD ESMIT.
BARSA
08:15 17-04-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული