ბორდალასმა "ვილიარეალთან" მამარდაშვილის ნაცვლად კარში სილესენი ჩააყენა

AutoSharing Option
ლა ლიგის 33-ე ტურში „ვალენსია“ სტუმრად „ვილიარეალს“ დაუპირისპირდება. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტთან შეხვედრაში „ღამურების“ კარს, სამწუხაროდ, არა გიორგი მამარდაშვილი, არამედ იასპერ სილესენი დაიცავს. ქართველი განაცხადშიც არაა.

შეგახსენებთ, 24 აპრილს „ვალენსია“ თასის ფინალში „ბეტისს“ შეხვდება და ძნელი სათქმელია, „ვალენსიას“ მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა ფაქტობრივად გენერალური რეპეტიციისას რატომ გააკეთა არჩევანი ნიდერლანდელზე. შესაძლოა, უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ გიორგი დაასვენა? სწორედ ასეთ ვარაუდს გამოთქვამს futbolfantasy.

მატჩი თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ფორმატით როგორაა, ბეტისი თუ ჩემპიონთა ლიგაზე ან მეხუთე ადგილით ევროპა ლიგაზე გავიდა და პარალელურად თასიც მოიგო, თასის ფინალისტი გადის ევროპა ლიგაზე თუ?
ბექა
00:12 20-04-2022
1
საქმე იმაშია, რომ ვალენსია ფინალური მატჩისთვის ძალებს ინახავს და თამაშობს მეორე შემადგენლობით, შესაბამისად დიდია მარცხის და ბევრი გოლის გაშვების ალბათობა და ფინალის წინ ფსიქოლოგიურად უარყოფითი გავლენა რომ არ მიიღოს გიორგიმ მაგიტომაც არაა განაცხადში.
nika
23:57 19-04-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული