ქართველებს მიზნებამდე ცოტა აკლდებათ - "მამარდას", "ჩაკვეს" და სხვათა ამოცანები

AutoSharing Option
ევროპაში საფეხბურთო ჩემპიონატები დასასრულისკენ მიდის. ქართველი ლეგიონერების კლუბები მიზნების მისაღწევად იბრძვიან, თუმცა რამდენიმეს დასახული ამოცანების შესასრულებლად სულ ცოტა აკლდება....

"ვალენსია" ევროტურნირებთან ახლოს და შორს

გიორგი მამარდაშვილს "ვალენსიაში" წარმოუდგენლად კარგი სეზონი აქვს და ეს ახლა უმთავრესია, თუმცა გულდასაწყვეტია, რომ ხოსე ბორდალასის გუნდი მომავალ სეზონში ევროტურნირებზე გასვლასთან ახლოს იყო, მაგრამ მათ იქ ვერ ვიხილავთ. თასის ფინალში მარცხით ევროპა ლიგაზე მონაწილეობა გამოირიცხა, ჩემპიონატიდან კი კონფერენს ლიგის ზონაში მოხვედრის შანსი ჯერ არსებობს, თუმცა ძალიან მიზერულია.

ასეა თუ ისე, "ღამურებმა" ქართველ კიპერთან ერთად დარჩენილ 4-ვე მატჩში
წარმატებაზე უნდა იფიქროს. ამ გზაზე პირველი მეტოქე ბილბაოს "ატლეტიკია", რომელსაც "სან მამესზე" შაბათს, 7 მაისს, თბილისის დროით 18:15 საათზე დაუპირისპირდებიან.

ჩაკვეტაძე მიდის, მაგრამ...

რაც გავიგეთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს "ჰამბურგი" აღარ დაიტოვებს, ამ გერმანული კლუბის ბუნდესლიგაში აღზევების საკითხები ნაკლებად გვადარდებს, თუმცა საინტერესოა, რომ თითქოს დაკარგული შანსი მათ ისევ გაუჩნდათ და ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე 54 ქულა აქვთ, დარმშტადსა" და "ვერდერს" კი 3 ქულით ჩამორჩებიან ("შალკე" 59 ქულით ლიდერია).

შაბათს, 7 მაისს (15:30 სთ), ჰამბურგელები "ჰანოვერს" უმასპინძლებენ.

უკვე გადაწყვეტილია, რომ მე-2 ბუნდესლიგაში დასარჩენად პლეი-აუტის თამაში დასჭირდება გურამ გიორბელიძის დრეზდენის "დინამოს". ისინი ვერც "სამშვიდობოზე" მყოფ "სანდჰაუზენს" გაასწრებენ და თავის მხრივ, საფრთხე არც "აუესგან" ემუქრებათ.

ქართველი ფლანგელი და მისი თანაგუნდელები კვირას, 8 მაისს (15:30 სთ), "კარლსრუეს" ესტუმრებიან.

Sportall.Ge

დაძაბულობა პოლონეთში

პოლონეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე გადარჩენისთვის იბრძვის გიორგი წიტაიშვილის "ვისლა", თუმცა "ზაგლებიეს" მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. ქართველი ნახევარმცველი გუნდს საკმაოდ კარგად მოერგო. 7 მაისს, თბილისის დროით 22:00 საათზე კი, ისინი "იაგელონიას" დაუხვდებიან.

ექსტრაკლასში ჩემპიონობისთვის სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობს - ვაკო გვილიასა და ლუკა გაგნიძის "რაკუვს", ისევე, როგორც ნიკა კვეკვესკირის "ლეხს", 65 ქულა აქვს.

უახლოეს ტურში, 8 მაისს (17:00 სთ), "რაკუვი" ოთარ კაკაბაძის "კრაკოვიას" (რომელიც მე-8 ადგილზეა და სატურნირო მოტივაცია არ გააჩნია) უმასპინძლებს, "ლეხი" კი ამავე დღეს (19:30 სთ) "პიასტს" ესტუმრება. 

altმამარდაშვილი - "საჩუქარი", რომლის ფასიც 20 მილიონზე არ გაჩერდება და სხვა კლუბებიც მიიწვევენ

alt"საკუთარ თავს თვითონ აზიანებს..." - "ჰამბურგის" მწვრთნელმა "ჩაკვეზე" ისაუბრა

altწიტაიშვილი სიმბოლურ ნაკრებში - ქართველების ბრძოლა ჩემპიონობისთვის


მკითხველის კომენტარები / 4 /
ვფიქრობ ბათუმი უკეთესი გუნდია.აჯობებს ბათუმში უკეთესი საფეხბურთო გარემოა და უკეთესი მწვრთნელი.არშეიძლება ამოდენა პოტენციის ფეხბურთელის დაკარგვა!გილოცავთ გიორგობას!!!
Amiko
14:28 06-05-2022
2
დროა "ჩაკვე" დაუბრუნდეს თბილისის "დინამოს"... ორონდ ათამაშდეს, და ნაკრების კარი ღიაა!!!
tngh
13:21 06-05-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული