ლუკა წულუკიძე "ურალში" დაბრუნდა - 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი რუსულ კლუბში ითამაშებს

AutoSharing Option
"ურალის" პრეს-სამსახური იტყობინება, რომ გუნდში 18 წლის ქართველი ნახევარმცველი ლუკა წულუკიძე დაბრუნდა.

როგორც იცით, ახალგაზრდა ფეხბურთელი ეკატენიბურგულ კლუბში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ჩაირიცხა, თუმცა უკრაინაიში ომის დაწყების შემდეგ მან Fifa-ს ახალი კანონით ისარგებლა და გუნდიდან წავიდა ისე, რომ 1 მატჩიც არ ჰქონდა ჩატარებული.

წულუკიძე კვლავ "საბურთალოში" დაბრუნდა, სადაც 3 ივნისს ჩაატარა, ახლა კი რუსულ კლუბს დაუბრუნდა.

ის საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი გახლავთ, სადაც 9 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული.
მკითხველის კომენტარები / 25 /
სექტემბრიდან რუსეთს ყველა შეზღუდვას უხსნიან თქვე უწიგნურებო
გრიგოლი1408
19 ივნისი 2022 02:28
20
დამთავრდა ამის ფეხბურთი
...
18 ივნისი 2022 23:23
5
ჯუღელია ამისი აგენტი?
-
18 ივნისი 2022 22:44
3
არა, ირაკლი ლილუაშვილია აგენტი.
.
19 ივნისი 2022 00:30
0
ბავშვია და იმედია საზიღრობებს არ დაუწერთ ხვიჩასავით.
თუმცა იქ უკან დაბრუნება ახლა ჭაობში დაბრუნებას ნიშნავს. მისი აგენტისგან მიკვირს, როგორ ვერ უპოვა გუნდი აქამდე. თავიდანვე გერმანიაში უნდოდა ამ ბიჭის წაყვანა მაგრამ ძალიან ბევრი ბიუროკრატიული საკითხი იყო მოსაგვარებელი და ბიჭიც ჯერ არ იყო 18 ის, არასრულწლოვანი იყო და გაუჭირდათ მაშინ. იქვე გამოჩნდა ურალი და მარტივად წაიყვანა. ომი რომ დაიწყო, პატრიოტული მოტივებით ისევ უკან დაბრუნდა მაგრამ აქამდე გუნდი რომ ვერ ნახა გასაკვირია. ამ ეტაპზე, როცა რუსეთი სრულად მოკვეთილია ევროპულ ცივილურ სპორტულ სამყაროს, იქ რა პერსპექტივა უნდა ნახოს ამ ბიჭმა? ვინმეს დააინტერესებს როგორ თამაშობს სანქცირებულ ჩემპიონატში?
იქ ყოფნას ახლა ეროვნულ ლიგაში ყოფნა ჯობია.
თან წამოსული და ისევ უკან დაბრუნებული არც იქ იქნება სასურველი სტუმარი და არც აქ. ჯერ ბავშვია და ამხელა წნეხისთვის არ მემეტება მაინც.
ვინ ვარ რომ ვინმე გავაკრიტიკო. უბრალოდ არის რაღაცეები, რაც არ უნდა გააკეთო, არ უნდა დაბრუნდე რუსეთსში!
Skeleton
18 ივნისი 2022 18:59
1
ამ ბიჭის და გაგნიძის აგენტი იყო ზუსტად მარტში გადაცემაში რომ ჰყავდათ და ილაპარაკა, როგორც კი ომი დაიწყო ბიჭებს თავადვე უნოდათ რუსეთიდან წამოსვლაო და ამით მათ პატრიოტიზმს გაუსვა ხაზი. მაგ პერიოდში ხვიჩას აგვიანდებოდა წამოსვლა და მახსოვს მაგათ ფონზე როგორ ლანძღავდნენ ხვიჩას, აი ამ ბიჭებს პატრიოტობის დ ადამიანობის არ მოუნდათ რუსეთში გაჩერება და ის კიდე იქ არისო...
ყველა ცდილობდა ხვიჩას დამცირებას თავისი გამოსვლებით და მერე რა საზიზღარი კომენტარები მიდიოდა.
მაგათმა აგენტმა ისიც თქვა, რომ ჩვენ არ ვიცით რატომ აგვიანდება ხვიჩას, იქნებ დიდი ტრანსფერი იჩარხებაო და მოუწოდა წამყვანებს თავი შეეკავებინათ მისი ლანძღვისგან.
ახლა ეგ ბიჭი ისევ რუსეთში დაბრუნდა, ომი დამთავრდა და რუსეთი გამოსწორდა თუ რა?
თავის კარიერას როგორც უნდა ისე წაიყვანს ყველა, უბრალოდ ერთის შექების ხარჯზე მეორეს დაკნინება რატომ უნდა დაეწყო ხალხს, მითუმეტეს ყველაზე ნიჭიერის?
ხო გამოჩნდა რისთვისაც აგვიანდებოდა ხვიჩას წამოსვლა. ისე წარმოაჩინეს, ვითომ ვინც ადრე წამოვიდა ის უკეთესი პატრიოტი იყო.
ხვიჩა წამოვიდა სამუდამოდ და არც არასოდეს ნდომია იქ ყოფნა, აი ამათ კი ისევ მისაბრუნებელი გაუხდათ უკან.
სამწუხაროა ძალიან.
Skeleton
18 ივნისი 2022 18:34
0
ვინც იძახის რომ რუსეთი ტრამპლინია. არ ცოდნია რომ ჭაობი და ტრამპლინი სხვადასხვა რამეა. რუსეთუმეებო გადაშენდით. ჩვეულებრივი ჭაობია მთელი რუსეთი ყველანაირად.
roma bejanidze
18 ივნისი 2022 18:03
2
თუ კი ამ ბავშვს პატრონი არ ყავს, ფედერაცია სად არის? რაღა დროს რუსეთია ხალხნო?!?!
giorgi
18 ივნისი 2022 16:37
3
david
18 ივნისი 2022 15:49
1
გეთანხმები ყველაფერში.
Farnavaz
18 ივნისი 2022 21:21
0
აგენტები არ ვარგიან.რუსეთი გარდა ხაზს რო ვერ ჭრიან.
იმერელი
18 ივნისი 2022 14:46
1
Თუ ფეხბურთის სათამაშოდ წავიდა, უკან გადადგმული ნაბიჯია.ან რამე პროგრამა შეიმუშავეს, ან რამე ჯგუფი შევქმენით, რომ პერსპექტიულ ახალგაზრდებს დაეხმაროს გზის გაკვლევაში. 19წლის ბიჭი ურალში რატომ უნდა მიდიოდეს? Თუ კონტრაქტის ამბავია წასული რომ საბოლოოდ გაწყვიტოს და მეტი არაფერი მე ძალიან გამიხარდება.
Ნიკა
18 ივნისი 2022 14:29
1
რუსსეტი არის ტრამპლინი სცორედ გაკეტა ლუკამ რო ცავიდა ურალში
david
18 ივნისი 2022 16:01
28
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული