"ნაპოლიმ" "დინამოს" წერილი მისწერა, რომ..." - კვარაცხელიას იტალიური თავგადასავალი იწყება, ხვიჩა ნეაპოლში მიფრინავს!

AutoSharing Option
რუსული СПОРТ-ЭКСПРЕСС-ის ინფორმაციით, "ნაპოლიმ" ბათუმის "დინამოს" წერილი მისწერა და შეუთვალა, რომ ხვიჩა კვარაცხელია აღარ ათამაშოს.

როგორც იცით, ბოლო 2 თამაშია ზღვისპირული გუნდის განაცხადში ახალგაზრდა შემტევი აღარ ჩანს. სავარაუდოდ, ნეაპოლელებს ეშინიათ, რომ მან შესაძლოა, ტრავმა მიიღოს, თანაც ხვიჩას დასვენება სჭირდება და ეს გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღეს.

СПОРТ-ЭКСПРЕСС-ის ინფორმაციითვე, კვარაცხელია უახლოეს დღეებში ჩაფრინდება იტალიაში, "ნაპოლისთან" კონტრაქტს გააფორმებს და ამ გუნდთან ერთად მზადებას დაიწყებს.

აქედან გამომდინარე, ხვიჩას ბათუმური კარიერა დასრულდა. შესაბამისად, ის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე კლუბს ვერ დაეხმარება.
მკითხველის კომენტარები / 30 /
დედაღვთისმშობელი გფარავდეს და უფალმა გაგახაროს ისე , როგორც ქართველ ხალხს ახარებ
გიორგი
11:46 22-06-2022
2
წარმატებები და ზღაპრული მომავალი ხვიჩას!!!
კოტე
12:03 22-06-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული