"რუსეთში ვერ გავჩერდებოდი, ყაზანი უნდა დამეტოვებინა..." - კვარაცხელია რუსეთიდან წამოსვლაზე საუბრობს

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიამ განაცხადა, თუ როდის გადაწყვიტა "რუბინისა" და რუსეთის დატოვება.

"24 თებერვალი იყო. ყველამ ვიცოდით უკვე, რაც ხდებოდა. მამაჩემმა დამირეკა და მესაუბრა. რა თქმა უნდა, საშინელი რეაქცია მქონდა, იქ ხალხი იხოცებოდა. შეუძლებელია ეს მოგწონდეს... ბევრი ვიფიქრე, ყველანი საუბრობდნენ, რომ კვარაცხელია დიდი ხანია რაც არ მოდისო, შემდეგ დაიწყეს... ვნერვიულობდი, ოჯახის გამო შიში მქონდა, თუმცა ეს ფეხბურთია, სპორტია. ვფიქრობ, მათ გაიგეს.

საიმანოვსა და სლუცკის ვესაუბრე, მითხრეს, რომ ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის, უნდა მიმეღო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება. უკვე ვიცოდი,
რომ ყაზანი უნდა დამეტოვებინა, რუსეთში ვერ გავჩერდებოდი. 2 მატჩი იყო დარჩენილი. მაშინ ვთქვი, რომ ამ 2 შეხვედრაში გუნდს დავეხმარებოდი, ყველაფერს გავაკეთებდი და შემდეგ წავიდოდი, რადგან "რუბინმა" მე ბევრი რამ მომცა, მიყვარს ეს კლუბი... აუცილებლად უნდა გამოვსულიყავი იმ 2 დაპირისპირებაში მოედანზე, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ცუდად გამოჩნდებოდა, რომ მივსულიყავი და მეთქვა, ბიჭებო, მე მივდივარ. ჩვენ 2 წელი ერთად ვიყავით... ამას ვერ ვიზამდი" - განაცხადა ხვიჩამ "იუთუბერ" ნობელ არუსტამიანთან.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 13 /
წარმატებები ხვიჩა, წინ დიდი მომავალი გაქვს
გურამი
02:03 01-07-2022
0
აი კაცი! ჩემი დიდი პატივისცემა! მთავარია ადამიანი საკუთარ სინდისთან და ღირსებასთან იყო მართალი და ბრბოს აზრს ნუ უსმენ! სწორი, კაცური საქციელია ხვიჩა!
კაპიტან გარდენბურგი
19:19 29-06-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული