კვირკველია უკვე ბაქოშია და "მენავთობე" გახდება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 30 წლის ცენტრალური მცველი საბა კვირკველია მალე "ნეფთჩის" ფეხბურთელი გახდება.

azerisport-ის ცნობით, კვირკველია ბაქოში ჩავიდა, სამედიცინო შემოწმება გაიარა და უახლოეს ხანში ორსეზონიან კონტრაქტს გაუფორმებენ.

"მენავთობეები" კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლიმასოლის "არისს" დაუპირისპირდებიან - 21 ივლისს ლარნაკაში და 28 ივლისს ბაქოში. ასე რომ, საბას ახალ გუნდში გადასვლისთანავე პირდაპირ ევროტურნირებზე ასპარეზობა მოუწევს.

ადრე ეს კლუბი თემურ ქეცბაიასთან აწარმოებდა მოლაპარაკებას, მაგრამ ქართველმა შემადგენლობის გასაძლიერებლად ბიუჯეტის გაზრდა მოითხოვა და მხარეები ვერ შეთანხმდნენ, რის შემდეგაც რუმინელი ლაურენციო რეგეკამფი მიიწვიეს, ორწლიანი ხელშეკრულება გაუფორმეს
და სეზონურ გასამრჯელოდ 480 ათასი ევრო დაუნიშნეს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
საბას წარმატებები ✊
გომორძგუა მარგალეფც
10:47 04-07-2022
0
ძალიან სამწუხაროა რომ საბას ასე დაბალ დონეზე მოუწია თამაში,სულ რაღაც 3 წლის წინ ინგლისის პრემიერ ლიგაზე საუბრობდნენ და 10 მილიონსაც იხდიდნენ,მაგრამ მოხდა აუხსნელი რეგრესი, თუმცა წარმატებას ვუსურვებ,იმედია მოინდომებს და თავისი ფორმის 70% მაინც დაიბრუნებს,ვინაიდან ნაკრებში მისი იმედი გვაქვს! ცენტრალური მცველისთვის 30 წელი იდეალური ასაკია და ამ დროს,გულშემატკივრებმა, მივიღეთ ნეფჩი!
კახი
09:05 04-07-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული