დიდი თავგადასავალი იწყება - კვარაცხელია იტალიაში გაემგზავრა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია იტალიაში გაემგზავრა, სადაც ის "ნაპოლიში" გააგრძელებს კარიერას.

Tuttonapoli იტყობინება, რომ ხვიჩა თბილისიდან ახლახან გაემგზავრა და რამდენიმე საათში ნეაპოლში იქნება.

"დიდი ემოციებით მივდივარ. რა თქმა უნდა, სასიხარულოა ასეთ გუნდში გადასვლა. ვიცი, რომ ძალიან მელოდებიან. მინდა დავამტკიცო, რაც შემიძლია. კალაძემ მითხრა, რომ კარგი ჩემპიონატია და მელიან", - თქვა კვარაცხელიამ გამგზავრებისას.

Facebok-ში გვერდი Matchday ვიდეოს ავრცელებს.

მკითხველის კომენტარები / 32 /
Ufali gfaravdes xvicha mtel saqartvelos sheni immedigvaq.
Nikoloz
06 ივლისი 2022 00:14
0
წარმატებები , მთავარია ბევრი ვარჯიში და პროფესიონალიზმი, ქალებს ერიდე ქალებს
ბექა
06 ივლისი 2022 01:07
2
წარმატებები და მშვიდობა კარგო ბიჭო
მაია
06 ივლისი 2022 10:17
0
კვარამ იქნებ წაიკითხოს!
ხვიჩა, ვინც რას დაწერს (ზოგი ბოღმით, ზოგი სიყვარულით) იმას ძაანაც ნუ ჩაუღრმავდები, თორემ ცოტა დაიძაბები!
ისე ივარჯიშე როგორც მწვრთნელი მოგთხოვს, და შემდეგ შენ როგორც მიგაჩნია ისაც წაუმატე!
კი, კარგი ფეხბურთელი ხარ, მაგრამ იტალიაში დაინახავ, რომ ბევრი, ძალიან ბევრი ახალგაზრდა, მაგარი ფეხბურთელი თამაშობს მაქ!
ერთს გთხოვ, რომ არც ფეხბურთში და არც ფეხბურთის გარეთ (საურთიერთო წრეში) რომ იტყვიან "თავში არ აგივარდეს"!
მოზომილად იყავი!
მიიღე სიამოვნება, სიხარული ფეხბურთის თამაშით!
ქართველი
06 ივლისი 2022 10:08
0
მართლაც, ფეხბურთელს ისე არაფერი უხდება, როგორც თავმდაბლობა, არავითარ შემთხვევაში "თავში ავარდნა" როგორც დაემართათ ბევრ ვარსკვლავს, რომლებმაც მერე ამ სენით, თავიანთ კარიერას გადაუსვეს ხაზი (ნეიმარის მაგალითიც კმარა) პირადად მე ლეო მესიმ ამ კარგი თვისებით შემაყვარა თავი და მერე რასაკვირველია როგორც დიდებულმა ფეხბურელმაც) ეს ისე მაგალითისთვის. აბა ხვიჩა! პირველ რიგში მშვიდობით ჩასვლა იტალიაში და მერე ბრწყინვალე საფეხბურთო კარიერის აწყობას! გვჯერა შენი, რომ ცოტა ხანში მსოფლიოს აალაპარაკებ!!!!!!!!!!!!!!!
ქართველო, გეთანხმები.
06 ივლისი 2022 10:59
0
ნაღდი ხარ, ქართველო!დარწმუნებული ვარ,ახლავე კარგად იცის,რომ ძალიან ბევრი რამე აქვს კიდევ სასწავლი,ისიც,რომ იქ კიდევ ბევრი რამე გამოჩნდება,ახლებურად გასააზრებელი და ისიც მჯერა,შრომას არ მოაკლებს,ნაკლოვანებების უსწრაფესად აღმოსაფხვრელად.წარმატებები ხვიჩა!
სოსო
06 ივლისი 2022 12:01
0
ხვიჩ, ბორჯომი კია იტალიაში და .. თამაშის მერე დაურიგე ხოლმე მცველებს ;დ კეთილი მგზავრობა
ილია
06 ივლისი 2022 02:37
1
მშვიდობიან გზას გისურვებთ,
დაგელოცოს გზა და კვალი,
სადაც კი ბურთს გააგორებ,
ოქროდ გექცეს,ნატერფალი,
მუდამ გამარჯვება გდევდეს,
წინ გიძღოდეს,უფლის ძალი.
სიკეთით და ოსტატობით,
დაიპყარი ჩვენი გული,
ეცადე რომ არ მოგვაკლო,
გამარჯვების სიხარული.
წმინდა გიორგი გიძღოდეს,
მერე ჩვენი სიყვარული.
ლექსის ხარისხისა რა მოგახსენოთ,დიდი არაფერია,მაგრამ სურვილების გულწრფელობაში,ნაღდი ვარ და წყალი არ გაუვა.მგონია,რომ ბევრის სურვილიც, ზუსტად ასეთი იქნება.
სოსო
06 ივლისი 2022 11:55
0
აიტ
მალადეც
06 ივლისი 2022 12:32
0
რაღაცნაირად სევდიანი ვიდეოა :(
.
06 ივლისი 2022 01:07
0
აეროპორტში თანაც საქართველოდან რომ მიდიხარ ყოველთვის სევდიანია.
1
06 ივლისი 2022 07:41
0
ხვიჩა! პირველ ხანში ცოტათი გაგიჭირდება, იმიტომ, რომ ახალი გარემო, ახალი კლუბი, ახალი თანაგუნდელები, ენის ბარიერი და ასე შემდეგ, მაგრამ ამასაც დაძლევ შენი ნიჭის პატრონი! რა უნდა გისურვოთ? სიხარული, ბედნიერება და მაგარი თამაშები ჩვენდა გასახარად!
ვაჟა
06 ივლისი 2022 12:15
0
სოსო! ნიჭიერი, რომ ხარ შენი კომენტარებიდანაც სჩანს და აგერ ლექსითაც დაგვიმტკიცე, ლექსს ნამდვილად არაფერი დაეწუნება!
თემო.
06 ივლისი 2022 15:46
0
მიდი ხვიჩა! - საქართველოსთვის მეგობარო!!!
ირაკლი
06 ივლისი 2022 09:23
0
აბა ხვიჩა, გისურვებ ისეთი დიდი ადამიანი გამოხვიდე! რომ მერე სომხებმა დაიწყონ აი სომეხი არისო! X DD LოL
)))
06 ივლისი 2022 07:38
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული