სპალეტი: კვარამ ხარისხი უზრუნველყო

AutoSharing Option
"ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპოალეტიმ "პერუჯასთან" მოგებული ამხანაგური მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია შეაქო, რომელმაც ლამაზი გოლი გაიტანა.

"ბურთს კარგად ვფლობდით, კვარამ პირველ ტაიმში ხარისხი უზრუნველყო. ღირსეული შემცვლელია ისეთი ჩემპიონისთვის, როგორიც ინსინიეა.

რა თქმა უნდა, გუნდის გაძლიერებაზე ვფიქრობთ, მაგრამ ბაზარზე ტრანსფერებს, ალბათ, ბოლოს განვახორციელებთ. მე სრულად ვენდობი ამ შემადგენლობას. გასაგებია, რომ გულშემატკივრებს უკეთესი თამაშის ნახვა სურთ, ამისათვის ინდივიდუალური მოქმედება და ტექნიკა უნდა ვაჩვენოთ.

ოსომჰენს ფორმაში ჩადგომა სჭირდება, თუმცა ჩვენ მისი პოტენციალი ვიცით და გასაუმჯობესებლად მუშაობას გავაგრძელებთ.

თუ პოლიტანო დარჩება და ისევე გაირჯება,
როგორც გასულ სეზონში, ჩვენ ყველანი ბედნიერები ვიქნებით".

მკითხველის კომენტარები / 8 /
რაში მდგომარეობს თქვენი აღფრთოვანების მიზეზი, რომ ერთმა საუკეთესო ქართველმა ქვეყანა დატოვა და თავისი ნიჭი ტალანტი და ენერგია სხვა ქვეყანას უნდა მოახმაროს? განა ასეთი ტალანტები და პროფესიონალები ჩვენ ქართველებს გვაწყენდა, განა ჩვენ ჩემპიონატში ვინმე უკეთესი დარჩა? იქნებ ამ აღფრთოვანების გარეშე დავდგეთ ერთად, დავიკაპიწოთ ხელები და ავაშენოთ საკუთარი ქვეყანა სადაც ყველას ადგილი იქნება. და არა ერთეულების, არ მოგწონს! წადი ბატონო ვინ გაკავებსო და გადავდენთ გენოფონდი საქართვლოსი ქვეყნიდან........ვერაფრით დავტეულვართ ჩვენს სამშობლოში ჩვენდა სამწუხაროდ! სახარელი და საზეიმო არაფერი გვაქვს, ქართველებს ვერეკებით საკუთარი ქვეყნიდან.........ოსმალოს და თათარა ხელგაშლილები გეპატიჟებით, ლამის არის ფეხქვეშ გავედით დოლარის გულისათვის........გააგრძელეთ! მიდით! მალე საქართველო ქართველების გარეშე იქნება!
Ანზორი
19:14 19-07-2022
2
ახლა უკვე თამამად შეიძლება თქმა, როგორც იქნა: ახალი ქართველი ვარსკვლავის აკაშკაშების მომსწრენი ვართ.
უფალი გფარავდეს, ჩვენო ოქროს ბიჭო!
დიდება საქართველოს!!!
ლევანი
22:46 18-07-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული