ვაისმა ჩაკვეტაძე სასტარტოში დააყენა - კანკავამ საგოლე პასი გააკეთა

AutoSharing Option
ბუდაპეშტში ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "ფერენცვაროშის" 2:1 დამარცხების შემდეგ, "სლოვანმა" სლოვაკეთის ჩემპიონატის მეორე ტურში საკუთარ მოედანზე "ტრენჩინს" 4:0 სძლია. მატჩს 5 338 მაყურებელი დაესწრო.

ბრატისლავური გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს დასვენების საშუალება მისცა, გურამ კაშია განაცხადში არ შეიყვანა, გიორგი ჩაკვეტაძე კი სასტარტოში დააყენა და 69-ე წუთზე ტიგრან ბარსეგიანით შეცვალა. მოკლედ, ვაისი ჩაკვეტაძის ფორმაში ჩასაყენებლად ზრუნავს და იმედია, მისი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს.

76-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ჯაბა კანკავა და საგოლე გადაცემაც გააკეთა.

"სლოვანისა" და "ფერენცვაროშის" საპასუხო
შეხვედრა 27 ივლისს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
აბსლიტურად ვეთახმები ყველა იმ მოსაზრებას რომ ჩაკვეტაძე გაცილებით მაღალი დონის გუნდში თამაშს იმსახურებს მაგრამ დღეს ეს გუნდი მისთვის იდეალური ვარიანტია თან გუნდს რეალური შანსი აქვს რომ რომელიმე ევროტურნირზე ქვეჯგუფში გავიდეს და ჩაკვეს არამარტო სლოვაკეთის ლიგაში თამაშის საშუალება ექმება არამეტ საერთაშორისო ტურნირზეც ითამაშებს მთავარია ჯამრთელად იყოს კარგი მწვრთნელი ჰყავს ვინც მას კარგად იცნობს ჩვენი ნაკრების ორი კაპიტანია მასთან ერთად გუნდში ვინც ბოლომდე დაუდგება გვერდში და დღეს დღეისობით რომ მან სრულყოფილად აღიდგინოს ფომრა და თავი წარმოაჩინოს მაგის საშუალება ექნება.
ზაური
04:12 24-07-2022
0
Kashia slovanistvis aris rogorc batistuta fiorentinastvis ro iyo
14 wlamde fexburteli
03:43 24-07-2022
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული