გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზურიკო დავითაშვილმა შეიძლება კარიერა სერბეთში, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილმა ბათუმის "დინამოში" გააგრძელოს. ეს ინფორმაციები მედიაკომპანია/ახალი ამბების სააგენტო MatchDay-მ უარყო.
"ზურიკო დავითაშვილის შეძენით "ცრვენა ზვეზდა" არ ინტერესდება. რაც შეეხება სერბულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას "პარტიზანის" ინტერესზე, ბათუმის "დინამოში" გვითხრეს, რომ "პარტიზანის" ინტერესზე არაფერი იციან და რომ სერბული კლუბიდან წინადადება არ ყოფილა. დავითაშვილით არაერთი კლუბი ინტერესდება. არის ინტერესი ტოპ-ლიგებიდანაც", - წერს გამოცემა.
რაც შეეხება ოქრიაშვილს, მის შესახებ MatchDay-ს ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა
არჩილ ბერიძემ შემდეგი განუცხადა: "არ ვადასტურებთ ინფორმაციას. თორნიკესთან მოლაპარაკება არ გვაქვს, არც უახლოეს პერიოდში იგეგმება".