მოგეხსენებათ, გიორგი მიქაუტაძემ "მეცთან" ერთად ლიგა 2-ში ასპარეზობა მშვენივრად დაიწყო, ჩატარებულ 3 შეხვედრაში თავი 2 გოლითა და 1 ასისტით გმაოიჩინა.
მსგავსი შედეგიანობის შემდეგ ქართველი ფორვარდის სამსახური "გალათასარაის" შესთავაზეს.
როგორც ცნობილია, თურქულ გუნდს შეტევითი ხაზის გაძლიერება სურს, გიორგი კი მათთვის მშვენიერი დანამატი იქნება.
DAZN იტალიას ინფორმაციით, "გალათასარაის" გარდა მიქაუტაძე სერია A-ს ორ კლუბს, "ლეჩესა" და "ტორინოს" შესთავაზეს, ჯერ-ჯერობით სამივე კლუბის პოზიცია უცნობია.
რაც შეეხება სანაკრებო სტატისტიკას, ქართველმა შემტევმა ეროვნულ ნაკრებში ჯამში 11 მატჩი ჩაატარა და თავი 2 გოლით გამოიჩინა.
"მეცი" 3
ტურის შემდეგ 6 ქულით მე-5 ადგილს იკავებს, შემდეგ შეხვედრას კი 20 აგვისტოს, "ლავალოისის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
მომზადებულია fanatik-ის მიხედვით