უეფას კონფერენს ლიგის პირველ ტურში ბრატისლავის "სლოვანმა" "ჟალგირისს" უმასპინძლა და მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ სლოვაკური გუნდი გააქტიურდა. მშვენივრად გამოიყურებოდა გიორგი ჩაკვეტაძე. გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
მეორე ნახევარში, 53-ე წუთზე, ჩაკვეტაძე მეკარის პირისპირ აღმოჩნდა, ქართველი შემტევის დარტყმის შემდეგ კი მეკარემ იყოჩაღა და გიოს გოლის გატანის უფლება არ მისცა.
საბოლოო ჯამში რა შეგვიძლია ვთქვათ "ჩაკვეს" თამაშზე? 70-ნომრიანი მაისურით მოასპარეზე ფეხბურთელი ტრადიციულად აქტიური იყო, ყველა შეტევაში ცდილობდა სიტუაციის გამწვავებას, თუმცა მოწინააღმდეგე თავს კარგად იცავდა.
ამრიგად, "სლოვანს" 1 ქულა აქვს, კონფერენს ლიგის მეორე ტურის მატჩს 15 სექტემბერს, ერევნის "პიუნიკის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
ჩაკვეტაძის საუკეთესო თამაშის იმედი - ქართველები ევროტურნირებზე