ქართველები ევროპა ლიგაზე - კიტეიშვილმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ითამაშა

AutoSharing Option
დღეს ევროპა ლიგაზე ქართველი ლეგიონერების გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.

„შტურმი“ როტერდამში 0:6 განადგურდა „ფეიენოორდთან“. ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გრაცულ გუნდში ოთარ კიტეიშვილმა ითამაშა. ის 72-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 0:5 იყო.

„ყარაბაღმა“ ბაქოში 3:0 სძლია „ნანტს“. მასპინძელთა გუნდის მეკარე ლუკა გუგეშაშვილი კვლავ სათადარიგოთა შორის დარჩა.

„ცრვენა ზვეზდა“ გასვლაზე 1:2 დამარცხდა „ტრაბზონსპორთან“. ბელგრადელთა მცველი ირაკლი აზაროვი სათადარიგო იყო.

„ფერენცვაროშმა“ სტუმრად 1:0 მოუგო „მონაკოს“. ბუდაპეშტელთა განაცხადში არ იყო გიორგი ხარაიშვილი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მე პირადად ამ ბიჭს კოჭებში ვერ ვატყობ, რომ დიდ ფეხბურთს ითამაშებს. ნეტა ვცდებოდე...
ლაშა
14:56 16-09-2022
2
ნაკრებამდე ერთი თამაში კიდევ მოუწევს და თუ დააყენეს,იქნებ სანაკრებო დონემდეც მოემზადოს.1 ტაიმისთვის მაინც.ძალიან გვჭირდება, ფორმაში მყოფი,კიტე.
სოსო
20:22 16-09-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული