"ტორინოსთან" მატჩის შემდეგ მირეკავს ლეგენდარული ჩირო ფერარა და "კვარაზე" მეუბნება... - მერაბ ჟორდანია

AutoSharing Option
გადაცემა "სპორტი იმედზე" სტუმარი სფფ-ის და "დინამო თბილისის" ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია გახლდათ, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

ჟორდანიამ თქვა, რომ მას "ტორინოსთან" მატჩის შემდეგ ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჩირო ფერარამ დაურეკა და "კვარას" შესახებ ესაუბრა.

"საკმაოდ ახლო ურთიერთობა მაქვს 80-იანი წლების "ნაპოლის" ლეგენდარულ ფეხბურთელ ჩირო ფერარასთან. ის მარადონას პერიოდში იმ დროინდელ გუნდში დიეგოს შემდეგ ყველაზე დიდი ფეხბურთელი იყო.

მან "ტორინოსთან" მატჩის შემდეგ დამირეკა, შემდეგნაირად ახსნა კვარაცხელიას მოვლენა და მითხრა... 

80-იან წლებში ღმერთმა ამ ქალაქს მარადონა მისცა, ახლა კი მეორდება ის
პერიოდი და ღმერთმა ახლა ხვიჩა კვარაცხელია გამოგვიგზავნაო...

ამხელა დონის ფიგურა ხვიჩაზე იძახის ეს უბრალოდ ჩვეულებრივი ფეხბურთელი კი არ არის, ღმერთისგან ბოძებული საჩუქარიაო", - ამბობს ჟორდანია.

altმთელი სტადიონი სკანდირებს - ხვიჩა კვარაცხელია! - რა ხდებოდა "ნაპოლის" სტადიონის ტრიბუნაზე "ტორინოსთან" კვარაცხელიას გოლის შემდგომ [VIDEO]

altმაგიური ხვიჩა! - კვარაცხელიას დიდებული შედეგი და მიღწევა რუსეთის დატოვების შემდეგ

alt"სტრატოსფერულია" - როგორც იქნა, სპალეტიმ კვარაცხელია აღიარა!

altკვარაცხელიას მორიგი გოლი და "ნაპოლის" მორიგი გამარჯვება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 25 /
მერაბ, სირცხვილია!!!
G.A.L.
02 ოქტომბერი 2022 15:55
27
კიდევ ერთხელ განვმეორდები, მარადონამდე კვარას ერთადერთი რამ, ძალის მომატება აკლია. ჯიჯგვი უნდა გახდეს და შესაძლოა უკეთესადაც ათამაშდეს, ვიდრე მარადონა!
ლაშა
02 ოქტომბერი 2022 15:29
21
ხვიჩას იდეალური აღნაგობა აქვს, რაის ჯიჯგვი და ჯორკო უნდა გახდეს? და არც მარადონა გაჯიჯგვებულა ვარჯიშით, ბავშვობიდანვე ეგეთი კომპლექცია ჰქონდა და საერთოდ, ფეხბურთი და სუმო სხვადასვა სპორტია.
ლაშას
02 ოქტომბერი 2022 16:57
4
მოდით, ხალხო, არ გვინდა რა ეს მარადონა და მით უმეტეს - კვარადონა და ეგეთები... მარადონა ყველა ასპექტში გენიალური და განუმეორებელი ფეხბურთელი იყო, მაგრამ მინდვრის გარეთ ( ნუ ხანდახან მინდორზე ინგლისის ნაკრებთანაც) ძალიან რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არამისაბაძი პიროვნება იყო და ხვიჩამ ერთხელ უკვე თქვა, რომ მარადონას შემცვლელად არ ჩასულა ნეაპოლში. გასაგები მიზეზების გამო მეტს ვერც იტყვის და ეს ჩვენ, ქართველმა გულშემატკივარმა უნდა გავაკეთოთ... თანაც ისე, რომ ნაკლებად ვიფიქროთ, მავანს რამდენად ეწყინება...ჩვენთვის ხვიჩამ უკვე გააკეთა იმაზე მეტი, ვიდრე მარადონამ არგენტინისთვის ან ნებისმიერმა სხვა ფეხბურთელმა მისი ქვეყნისთვის, რადგან ქვეყანაში უიმედობის და უპერსპექტივობის განცდას პირველი სერიოზული ბზარი გაუჩინა და ვგონებ, ეს ნებისმიერ საფეხბურთო სანახაობაზე მეტი უნდა იყოს... ხვიჩა უკვე იმ ქართველებისთვისაც მისაბაძ პიროვნებად იქცა, ვინც საერთოდ ვერ ერკვევა ფეხბურთში და ამას უკვე ცოტა სხვაგვარი პატივისცემა და მოფრთხილება სჭირდება... იმედია, სწორად გამიგებთ და მხარს დამიჭერთ...
ვოოტ
02 ოქტომბერი 2022 14:43
8
ჩირო ფერარა საშუალოზე მაღალი დონის მცველი იყო, ლეგენდარული კი უფრო იმით გახდა, რომ მარადონაზე მეტ კოკაინს ყიდდა, მაგრამ როცა ჩავარდა, ყველაფერი მარადონას გადააბრალა და კალამი ვერ გააგდებინეს ხელიდან. საინტერესოა, ჟორდანიას რა პონტში და როდიდან ეძმაკაცება?
დდდ
02 ოქტომბერი 2022 15:36
2
მარადონას შემცვლელად არ ჩამოვსულვარო არ უთქვამს (კიდე კაი)
ინსინიეს შემცვლელად არ ჩამოვსულვარო.
სოსოს
02 ოქტომბერი 2022 15:27
2
ამ თამაშში,პრაქტიკულად კაცი არ მოუტყუებია,მაგრამ გოლი გაიტანა,საგოლე კომბინაცია წამოიწყო,კიდევ ორ-სამჯერ საგოლე პასი მისცა და რომ ვერ გავიდა,ეს მისი ბრალი არ არის,მან ყველაფერი დროულად და ზუსტად გააკეთა.დრიბლინგებს უკრძალავენ და 21 წლის ბიჭმა მეტი რაღა უნდა გააკეთოს,რომ ხალხი აღაფრთოვანოს?ჰოდა ხალხიც აღფრთოვანებულია.რატომღაც მგონია,რომ თანდათან შუისაკენ გადმოსწევენ ხვიჩას და გუნდის გამთამაშებელი გახდება.ორივე ფეხით თამაშობს,ურტყამს კარში,პასს აკეთებს,მოედანს ბრწყინვალედ ხედავს და თამაშს კითხულობს.ბურთის დაჭერა,მოტყუება და პაუზის გაკეთება,არასოდეს ეშლებოდა და უმაღლესი დონის გამთამაშებელს,მეტი რა სჭირდება?მგონი შრომის მეტი უნარი,ამპლუასთან შეჩვევა და მეტი სირბილი.ეგეც ერთი წლის საქმეა და მერე უკვე, ზიდანთან და მარადონასთან რეალური შედარებებიც დაიწყება.რა ვიცი,მე კი ვოცნებობ,მაგრამ ორი თვის წინ,იმასაც ვოცნებობდი,ხვიჩას თამაშების ნახევარი მაინც რომ მისცენ მეთქი და აგერ,უკვე გუნდის ლიდერია,ბიჭი.ჩვენი ნაკრებიც დაიხატებოდა ასეთი ცვლილებით,მარცხენა ფლანგზე კი,სხვა კარგი ბიჭებიც გვყავს.
სოსო
02 ოქტომბერი 2022 14:37
5
იმ ხალხის კომენტარები დამანახეთ, რომლებიც სულ წუწუნებენ: ხვიჩა რომ არ გვყავდეს....... რას ქვია, რომ არ გვყავდეს, გვყააააავს და მადლობელი იყავით ღმერთის.
02 ოქტომბერი 2022 14:35
0
ეს განპირობებულია იმით რომ გვინდა კიდევ საშუალო დონის ფეხბურთელი მაინც. ამიტომ მეც მათ სიაში ვარ ვინც ამბობს ხვიჩა რომ არ გვყავდეს. დარწმუნებული ვარ ყველას გვინდა მისნაირი თუ არა 2-3 საშუალოზე მაღალი დონის ფეხბურთელი განსაკუთრებით ნახევარდაცვაში
დავით 67
02 ოქტომბერი 2022 17:14
0
ჩემი კომენტარი მეგონა :D მეც ასე ვფიქრობ. ეს არ გვყვავდეს ის არ გვყვავდეს უაზრო ლაპარაკი მგონია. გვყვავს და უნდა შევირგოთ. ერთადერთი შეიძლება იმაზე ვიფიქროთ ტრვმა არ მიიღოს მითუმეტეს ნაკრების თამაშების დროს.
აკო
02 ოქტომბერი 2022 16:32
0
ხვიჩას მშობლებთან ბოდიშის მოხდით: - ხვიჩა მთელი საქართველოს შვილია, საქართველოს დესანტი და ელჩია ევროპის შუაგულში!
ხვჩასნაირი ქართველები გვიმრავლოს ღმერთმა!
ფორცა ხვიჩა, კვარა კოჩი, შენ ხარ ქართველების ყოჩი!
ვაჟა მასწავლებელი
02 ოქტომბერი 2022 13:37
1
გიორგი 12-ს როგორც ჩანს, სარკაზმი ვერ გაუგეს.
ირაკლი
02 ოქტომბერი 2022 15:18
4
საქართველოს შვილი ელჩი მსოფლიოში არის კობახიძე დიდებული ადამიანია რომელსაც ძალიან უყვარს ხვიჩა გამორჩეულადაც კალათბურთის თამაშზეც ხვიჩინოს მაისურითაც კი მივიდა. გარდა მაგისა საქართველოს სახელი გააქ ქვეყნის გარედ და ნამდვილ ეროვნულ ინტერესებს ატარებს. გაუმარჯოს ბატონ კობახიძეს საქართველოს უკვდა შვილს კობახიძე რომელიც იცავს ყველას თვით მის აღმატებულობა მილიარდერ ჩვენს უსაყვარლეს ბიძინას!!! რომარა ბიძინა არაფელი გვეშველობოდა არც ხვიჩა იქნებოდა და არც საშუალება გვექნებოდა ჯიბეში. დიდება გმირებს ღარიბაშვილს კობახიძეს წულუკიანს მდინარაძეს და თვით ბიძინას კიდე რომარა ბიძინა პირჯვარსაც ვერ გადაიწერდით და არც სიმართლის არხი იმედი იარსებებდა
giorgi 12
02 ოქტომბერი 2022 14:46
19
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული