მამარდაშვილმა "ესპანიოლთან" ორი გოლი გაუშვა - "ვალენსიამ" ფრეს მიაღწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მეშვიდე ტურში „ვალენსიამ“ ჯემერტის მიერ კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით გასვლაზე ფრეს მიაღწია „ესპანიოლთან“ – 2:2.

„ღამურების“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა სამი სეივი განახორციელა, პირველ გაშვებულ გოლში მისი დადანაშაულება არ შეიძლება, მეორე გოლისას კი ბურთის მოგერიება შეეძლო.

„ვალენსია“ 10 ქულით მერვე ადგილზეა და 7 ოქტომბერს სტუმრად „ოსასუნას“ შეხვდება.

კორნელა დე ლობრეგატი. „RCDE სტედიუმი“. 19 766 მაყურებელი
ესპანიოლი - ვალენსია 2:2
გოლები: 0:1 პაულისტა (53), 1:1 ხოსელუ (56), 2:1 დარდერი (83), 2:2 ჯემერტი (90+6)

მკითხველის კომენტარები / 14 /
ლა ლოგასი რა მეკარეების შეცდომების დღე იყოოო?
არა რუსეთს
03 ოქტომბერი 2022 06:56
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული