"სლოვანის" ქომაგები, სოციალური ქსელის საშუალებით, სამივე მოთამაშეზე წერენ და მათი მისამართით საქებარ სიტყვებს არ იშურებენ.
"დიდებული თამაში! კანკავა და კაშია ნამდვილი ლიდერები არიან".
"წარმოუდგენელია, ჯაბა კანკავა რამხელა სხვაობას აძლევს გუნდს".
"ჩაკვეტაძისნაირი მოთამაშე არც გვყოლია და არც გვეყოლება".
"ჩაკვეტაძე
"როდესაც ჩაკვე და ვლადკო (ვლადიმირ ვაისი) ხასიათზე არიან, უბრალოდ შოუს დგამენ, მათ ზურგს ქართველი ვეტერანები უმაგრებენ, თუ კარგ ფორვარდსაც დავიმატებთ, "ბარსას" დამარცხებასაც შევძლებთ".
"გუნდმა დიდებულად ითამაშა, თუმცა ჯაბა არარეალურია".
"კანკავა სადღაც სხვაგანაა, ამ პოზიციაზე მისნაირი ფეხბურთელი არ გვყოლია, ჩაკვეტაძე ხელოვანია".
შეგახსენებთ, "სლოვანი" სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-13 ტურის შეხვედრას 9 ოქტომბერს, "ტრენჩინის" წინააღმდეგ გამართავს.
ჩაკვეტაძის ორი საგოლე პასი და ტრავმა - "სლოვანმა" სტუმრად მოულოდნელად "ბაზელს" სძლია [VIDEO]
"მკვდრეთით აღვდექით" - ვაისმა ჩაკვეტაძესა და გამარჯვებაზე ისაუბრა
"კარგი ფეხბურთელი ტრამვას არ ღებულობს. თუ მიიღებს, ერთ თვეში, მაქსიმუმ 2 თვეში მწყობრში დგება." საწყალი ვან ბასტენი, არ ვარგოდა არაფრად?
ფეხბურთში ტრავმები თანმდევია და არაა საჭირო რაღაც განკითხვის ტონებით საუბარი, უბრალოდ ზოგი მეტად მიდრეკილია ტრავმიანობისკენ და ზოგიც ნაკლებად, ბევრია ისეთი რომ არ ტრავმიანობს ხშირად მაგრამ ღირებულს ვერაფერს ქმნიან.