ხვიჩას მოპოვებული პენალტი და საგოლე პასი - "ნაპოლიმ" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მეცხრე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „კრემონეზე“ 4:1 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ ამ სეზონში მესამე თერტმეტმეტრიანი მოუპოვა და მორიგი საგოლე გადაცემა გააკეთა, „კრემონეზეში“ კი ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

მატჩი სტუმართა შეტევებით დაიწყო და რაჰმანის მიერ დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. მასპინძლებმა სწრაფი კონტრიერიშით უპასუხეს და ძანიმაკიას დარტყმული ბურთი მერეტის კარის ხარიხას მოხვდა. 26-ე წუთზე კვარაცხელია საჯარიმოში ბიანჩეტიმ წააქცია, მსაჯმა პენალტი დანიშნა და პოლიტანომ „ნაპოლი“ დააწინაურა.

შესვენების შემდეგ დესერსმა ანგარიში გაათანაბრა. შეცვლაზე შესულმა სიმეონემ 76-ე წუთზე ნეაპოლელები წინ გაიყვანა, კომპენსირებულ დროში ხვიჩას
პასით ლოზანომ გაიტანა, ხოლო ზედ საფინალო სასტვენის წინ ოლივეირამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ნაპოლი“ 23 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „ატალანტას“ 2 ქულით უსწრებს და 12 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე „აიაქსს“, 16 ოქტომბერს კი იტალიის პირველობაზე „ბოლონიას“ უმასპინძლებს.

კრემონა. „ჯოვანი ძინი“
კრემონეზე - ნაპოლი 1:4
გოლები: 0:1 პოლიტანო (26, პენ), 1:1 დესერსი (48), 1:2 სიმეონე (76), 1:3 ლოზანო (90+3), 1:4 ოლივეირა (90+6)

მკითხველის კომენტარები / 78 /
კიდევ ერთი თამაში გააკეთა, კვარაცხელიამ.
100%
09 ოქტომბერი 2022 23:39
0
კვარასთვის რომ მეყურებინა ჩავრთე სეტანტა, სეტანტა 1, სეტანტა 2 , 3,4,5, 37 და სეტანტა 48 ზე რატომ აჩვენებთ ნაპოლის თამაშებს. ტეხავს უბრალოდ, კვარა გაგა გუგუს რო გაიძახით და ამ დროს ასეთ რაღაცას კადრულობთ. ასეთი ბინძური ხელის მოთბობა რა უბედურებაა, აყურებინეთ ხალხს თამაში მაინცდამაინც ბილეთის ფასი ხოარ უნდა გადაახდევინოთ.
ლაშა
09 ოქტომბერი 2022 23:34
0
https://www.as-goal.com
ბევრ თამაშს ნახავთ. არაბულ ენაზეა თავიდან ნაწერი, მაგრამ გუგლიდან შეიძლება ენის შეცვლა.
გიორგი
10 ოქტომბერი 2022 13:18
0
მანამდე სილქიც გადასცემდა ნაპოლის თამაშებს, ახლა აჭარა 1 მაგივრად სეტანტა 3 დაამატეს ფასიანად პაკეტად, სილქი საერთოდ აღარ აჩვენებს?! ფუჰ მართლა რა.
ეს პ-ბი
10 ოქტომბერი 2022 00:35
0
კაი ნერვები ჰქონია ხვიჩას მე მის ადგილას პოლიტანოს და რუის შუაზე გავხევდი!!! აშკარად ჩანს რომ ბევრი ფეხბურთელი ძალით უკეთებს იგნორს... რეალში თითქმის ყველა შეტევა ვინიზე მოდის ნაპოლიში პირიქით საუკეთესო ფეხბურთელის ასეთი იგნორი გაგონილა? რაც ჩანს ხვიჩას კორეელთან აქცს კარგი ურთიერთობა კაპიტანთან ანგისასთან და სიმეონესთან სხვა ფეხბურთელები ისეთ იგნორს უკეთებენ სპალეტის თვალები სად აქვს ამას აქედან ვხედავთ ამდენი ხალხი და ის ადგილზე ვერ ხედავს? ან ქართველი ჟურნალისტი ვიღაც ხოა კითხვებს რო უსვამს ხოლმე მაგ თემაზე კითხოს რამე დებილობებს რო ეკითხება!!!! გუნდის ლიდერის ასეთი იგნორი დაუშვებელია!!!!!!!
რონი
09 ოქტომბერი 2022 23:27
8
ერთ მომენტში ლობოტკამ ბურთი რომ დაითრია, დემონსტრატიულად ხვიჩას ფლანგზე გადაიწია და პირდაპირ ხვიჩასკენ წავიდა და პასი გაუკეთა, მომეჩვენა, რომ თითქოს პროტესტი გამოუთქვა იმ სასტავს, ვინც ხვიჩას აიგნორებდა. პ.ს. რაც მე დღეს პოლიტანოს ვაგინე, ხვიჩას გამო არა, დაბალი კლასის გამო. ეგ მგონი ყველაზე სუსტია ამ ნაპოლიში.
ნაღდია
10 ოქტომბერი 2022 00:40
0
ესეც ასეე ხვიჩა ყოველ თამაშზე ამტკიცებს რომ ნაპოლის ლიდერია და თამაშის ბედსაც წყვეტს უფრო მეტიც უკვე მგონია რომ ის საერთოდაც ერთ ერთი საუკეთესოა ყველას შორის!!!
ზაზა
09 ოქტომბერი 2022 23:23
0
დღეს ყველას გვეგონა, რომ დაასვენებდნენ და სრული მატჩი დატოვა. ბიჭი მძიმე ტრავმას ბეწვზე გადაურჩა წინა თამაშზე და სადღაც მომდევნო მატჩებზე მაინც დაასვენოს იქნებ. გადაიწვება ასე ცოდოა. რამდენი ხანია არ დაუსვენია
!!
09 ოქტომბერი 2022 23:21
6
სიტყვები ზედმეტია ლიმონივით გამოწურულ გადაღლილი და მაინც მთავარი შემოქმედი კვარა ყველაზე კრიტიკულ წუთებში ნაპოლისთვის. გავა დრო და კვარაზე იტყვიან ასეთი ფეხბურთელები აღარ არსებობენო.
Charley
09 ოქტომბერი 2022 23:05
1
სასტიკად არ ვიზიარებ იმ ე.წ.მოსაზრებას, რომ ხვიჩას გარეშე ნაპოლი სოფლის გუნდია და ა.შ. მაგრამ მის გარეშე დღეს ნაპოლი არ იყო ამ თამაშის მომგები... ასევე სასტიკად არ ვიზიარებ იმ აზრსაც, რომ სპალეტი ცუდი მწვრთნელია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ იმდენი ეწუწუნა კოლექტიურობაზე და გუნდურობაზე, რომ ახლა ხვიჩას გარდა ყველა კარში დარტყმაზე ფიქრობს... თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ჩვენებური ამით არაფერს კარგავს, პირიქით....
ვოოტ
09 ოქტომბერი 2022 22:57
3
გეთანხმებით,ნაპოლის ძალიან გაუჭირდება თამაშების მოგება კვარას გარეშე,ეს აქსიომაა და მან ეს მრავალჯერ დააუმტკიცა მავანთ,თუნდაც დღევანდელ მატჩში,ნაღდი პროფესიონალია,ჭკვიანია და მგელმუხლაა.
უფალი შეგეწიოს ბაბუ,შენს ჭკუაგონებას და ფეხებს ვენაცვალე.
ღმერთო!დაიფარე და დაიცვე ეს ბიჭი:ავისაგან,ბოროტისაგან,ეშმაკის მოსწრაფებისაგან,ცოდვებში დაცემისაგან,ყველგან გამარჯვებები აზეიმე,დიდი საფეხბურთო მწვერვალები დააპყრობინე,საქართველოს სადიდებლად და მოყვასის გასახარად ამინ!
თერჯოლელი
09 ოქტომბერი 2022 22:55
0
ვითომ სპორტული საიტი ხართ ძაან ჩამორჩენილი,დღეს ჩაკვე განაცხადშიც არ იკო 3 დGის უკან ტრამვა მიიგო არც მოგიკითხიათ ციტაიშვილმა გოლი შეაგდო მაინც დაცერეთ რამე
dato
09 ოქტომბერი 2022 22:52
15
ხალხო, მარიო რუი ხაზგასმით არ აძლევდა პასებს, მარჯვნივ გადაქონდა ყოველთვის და იმიტომაც უჭირდათ მერე. მარიოსნაირი არარაობაა პოლიტანოც, უკვე მეორე შემთხვევაა ხვიჩას მოპოვებული პენალტის შენდეგ გოლის აღნიშვნისას ხვიჩას არ იკარებს და თავის პატარა კაცობას უსვამს ხაზს. ეს ჩემი პირველი კომენტარია, უსამართლობა და შური რა საშინელი სანახავია. დღეს ივერიის ღვთისმშობლობაა და ჩვენს სუფთა ბიჭს შეეწიოს დედაღვთისა.
კახაბერი
09 ოქტომბერი 2022 22:46
7
პოლიტანოს საქციელი მეც თვალში მხვდება. მალე მიყენდება ადგილზე თუ ამას სპეციალურად აკეთებს.
ზურა
10 ოქტომბერი 2022 00:13
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული