ხვიჩას მოპოვებული პენალტი და საგოლე პასი - "ნაპოლიმ" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მეცხრე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „კრემონეზე“ 4:1 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ ამ სეზონში მესამე თერტმეტმეტრიანი მოუპოვა და მორიგი საგოლე გადაცემა გააკეთა, „კრემონეზეში“ კი ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

მატჩი სტუმართა შეტევებით დაიწყო და რაჰმანის მიერ დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. მასპინძლებმა სწრაფი კონტრიერიშით უპასუხეს და ძანიმაკიას დარტყმული ბურთი მერეტის კარის ხარიხას მოხვდა. 26-ე წუთზე კვარაცხელია საჯარიმოში ბიანჩეტიმ წააქცია, მსაჯმა პენალტი დანიშნა და პოლიტანომ „ნაპოლი“ დააწინაურა.

შესვენების შემდეგ დესერსმა ანგარიში გაათანაბრა. შეცვლაზე შესულმა სიმეონემ 76-ე წუთზე ნეაპოლელები წინ გაიყვანა, კომპენსირებულ დროში ხვიჩას
პასით ლოზანომ გაიტანა, ხოლო ზედ საფინალო სასტვენის წინ ოლივეირამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ნაპოლი“ 23 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „ატალანტას“ 2 ქულით უსწრებს და 12 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე „აიაქსს“, 16 ოქტომბერს კი იტალიის პირველობაზე „ბოლონიას“ უმასპინძლებს.

კრემონა. „ჯოვანი ძინი“
კრემონეზე - ნაპოლი 1:4
გოლები: 0:1 პოლიტანო (26, პენ), 1:1 დესერსი (48), 1:2 სიმეონე (76), 1:3 ლოზანო (90+3), 1:4 ოლივეირა (90+6)

მკითხველის კომენტარები / 78 /
Magaria xvicha ori azri araa magram pasebs iavnad ar adzleven mteli tamashi nervebi damawyda ese ar sheileba rodemde unda iyos lodinis rejimshi tvitonac igruzeba emchneoda magram ar gamoxatavs egac magis profesionalizmze metyvelebs warmatebebi
იოსებ
09 ოქტომბერი 2022 22:42
4
ბრავო ხვიᲩა, ბრავო, ერᲗი დიდი სიამოვნებაა Შენი ᲗამაᲨის ყურება. მადლობა ამ ემოციებისᲗვის. როგორ ველოდები სპალეტი რას იტყვის, სულ პასის არ გაკეᲗების გამო გაკრიტიკებს და ახლა Თუ სხვა რაᲦაც მოიფიქრაა, ვაიი:დ აბა Შენ იცი ჯანმრᲗელობა და ბევრი წარმატება. უფალი Შენსკენ კარგო ადამიანო
ბექა
09 ოქტომბერი 2022 22:37
1
თამაშიდან თამაშამდე იზრდება ხვიჩას სარგებლიანობა. მთელი სიძლიერით სეზონის მეორე ნახევარში წარმოგვიდგება, როცა ბოლომდე შეთამაშდება გუნდთან და ფორმას აკრეფს. ეს ზღაპრული სტარტია და ასეც გაგრძელდება ხვიჩა კარიერა.
Semi
09 ოქტომბერი 2022 22:37
0
Xvicha roca saxifato xdeba tamashis bolos kontrshetevebze zustad mashin cvlis spaleti,dgesac shemtxvevit datova da ager shedegic 1-2 magivrad 1-4...erti is aris cudi rom codoa kremoneze at gavardes lochos cudat ar utamashia nagdat...
Givi
09 ოქტომბერი 2022 22:36
2
ლუჩიანო კიდე კვარა კვარას რო გაყვირი მთელი თამაში, ანგისამ ითამაშა გუნდურად რასპადორიმ თუ პოლიტინომ? კიდე კაი არ შეცვალე კვარა. ხო მოათავა თამაში ?
სპალეტის
09 ოქტომბერი 2022 22:36
2
ამ მანუელ რუის დაგინებული აქვს, რომ პასი არ მისცეს? ზანგიც მაგ ჭკუაზე იყო, დომბელეა თუ ვინცხაა. რა ბალაგანია, მწვრთნელი ამას არ უნდა ხედავდეს? მართლა სოფლის გუნდია კვარას გარეშე და კიდევაც იქნება მომავალი ზაფხულიდან. უპასოდ ამდენ სირბილს ეს ანგელოზივით კაციც არ აიტანს. პასი - არა, თავისი მოპოვებული პენალტი და ჯარიმა - არა, ვირის მუშაა ტო? თან პოლიტანო მადლიერებასაც კი არ გამოხატავს ამ დარმავოი გოლებისთვის, თავისი თავი ჰგონია გმირი და ერთხელ თვითონაც მოეპოვებინა, ტყვილა რომ დარბის. ეგენი ყველანი საშუალო ევროპული დონის ვარსკვლავებია და ერთი კვარაა მანდ მეგავარსკვლავი, ან დროზე შეიგნებენ და წარმატებებს მიაღწევენ, ან შეიგნებენ, როცა ის - რეალში, ნაპოლი კი რუბინივით ტრაკში იქნება.
ქომაგი
09 ოქტომბერი 2022 22:34
4
ეს სეზონი თუ ამ ტემპით დაასრულა 99% ახალ სეზონს ტოპ კლუბში დაიწყებს. ჩემი აზრით ბარსელონა იყიდის.
.
09 ოქტომბერი 2022 22:31
0
მე მაინც მგონია რომ ტოპკლუბი უფრო იყიდის, ბარსელონას მაგის თავი სად ექნება ან ხვიჩას რატო ენდომება?!
ზურა
10 ოქტომბერი 2022 00:32
2
შენი ვერ გავიგე. ტოპ კლუბი იყიდის თუ ბარსელონა? )))
მეგრელი
09 ოქტომბერი 2022 23:36
4
რა დღეშია ეს სოფლის გუნდი......მე წარმომიდგენია ქალაქის გუნდი რას იზამს,სოფლის გუნდი რომ ასე თამაშობს.
კახა ქ.
09 ოქტომბერი 2022 22:30
10
4-1 მოგების მიუხედავად ვინც თამაშ უყურა ალბათ გაიზიარებს იმ აზრს რომ ნაპოლის შეტევაში თამაში არ ჰქონია.მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს მაგრამ ისიც ყველამ ნახა რომ გუნდმა საერთოდ უარი თქვა მარცხენა ფლანგზე. არ ავყოლილვარ საერთო მღელვარებას მასზედ რომ სპალეტი "ჩაგრავდა" კვარას - მეტიც ვიძახდი რომ გადაჭარბებული ყურადღებისაგან იცავდა მაგრამ დღეს არათუ მარცხენა ფლანგის გათიშვა არამედ სრული იგნორი იყო კვარაცხელიას მიმარტებით. არ ვიცი, შეიძლება ვცდები. რთულია მწვრთნელი გააკრიტიკო როდესაც გუნდი ასე მუსრს ავკებს ყველას მაგრამ ყველაფერი ასე ტკბილად ვერ გაგრძელდება. სადღაც ჩავარდნა იქნება და სპალეტის მოუწევს პასუხის გაცემა იმაზე თუ რატომ ხდება გუნდის ნათელი წერტილის მიბულინგება. საერთიდ რაღაც შთაბეჭდილება იქმნება ისეთი რომ ახლები და ძველები რაღაცას ვერ იყიფრნ ამ გუნდში. რაც ჩანს მოედანზე არი ის რომ კვარას მიმართ თბილ დამოკიდებულრბას სიმეონე და ანგისა იჩენენ. ვნახოთ, შეიძლება უბრალოდ არასწორი დაკვირვრბაა სუბიექტური მიდგომიდან გამომდინარე
იბერია
09 ოქტომბერი 2022 22:30
6
არავითარი სუბიექტური! სწორად ამჩნევ ძმა, მეც მაგას ვუყურებ და გუშინდელი თამაში იყო მაგის აპოთეოზი...იმენნა ჺშკარად არ აძლევდენ პასს, მარჯვენა ფლანგიდან იწყებდენ სულ შეტევას და ჩემი ფეხებიც გამოსდიოდათ ვიდრე კვარა არ გადავიდა მარჯვნივ და პენალტი არ გააკეთა
mirosan
10 ოქტომბერი 2022 10:45
0
აშკარად პას არ აძლევდნენ უკმაყოფილობას გათქვამდა ხვიჩაც მოდენზე მაიც მარტო გაკეთა გასაკეთებელი ბრაო ხვიჩა ეგრე გაგძელე ხვიჩას გარეშე ნაპოლი არ ივარგებს ეს დხესაც დამტკიცა წარმატებები ჩვენო ლომო
ქომაგი
09 ოქტომბერი 2022 22:25
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული