მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო - ჩაკვეტაძის მორიგი ასისტი და შესანიშნავი მატჩი "სლოვანში" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებისა და "სლოვანის" შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე კარგ ფორმაში შედის, რაც ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა.

ჩვენებურმა სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში გასვლაზე "მიხალოვცესთან" მატჩში საგოლე გადაცემა იურაი კუცკას მიაწოდა, სლოვაკმა შეაგდო და ბრატისლაველებმა 1:0 მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ ჩაკვეტაძე უკვე ზედიზედ მესამე შეხვედრაში აკეთებს საგოლე გადაცემას. ის გუშინდელ დაპირისპირებაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და საუკეთესო იყო.

ის ვლადიმირ ვაისმა 86-ე წუთზე შეცვალა, კანკავამ შეუცვლელად ითამაშა, კაშია კი მეორე ტაიმის დამატებულ წუთებზე ჩაერთო შეხვედრაში. 

"სლოვანს" 29 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ "ტრნავას" 4 ქულით
უსწრებს.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ერთი ვიდეოა,სადაც კვარას უნდა ცენტრიდან ზედა ძელს გაარტყას.თან ეს ხდება რაღაც გადაღებების მერე.იქ იძახის--თუ გულით გინდა,რაც გსურს ის გამოგივა ბოლო-ბოლოო.აქედან არ წავალ მანამ,სანამ არ გავარტყამო.აი ასეთ ჟილკას გისურვებ.შრომა,შრომა და შრომა(რაზეც სამწუხაროდ მიუთითებდნენ მწ რთნელები შენს მიმართ)იმედია უკან დარჩა სიზარმაცე და ისევ,ის ჩაკვე დაგვიბრუნდება.აქეთ შენ,იქეთ კვარა,დამიჯერეთ ბევრისთვის თავსატეხი იქნება.ამას დაუმატეთ ფორმაში-კიტე,წიტეიშვილი,მიქაუტაძე და......მოკლედ აბა თქვენ იცით, გაახარეთ ქართველი გულშემატკივარი,მერწმუნეთ იმსახურებს იგი ამას!
კახა ქ.
18 ოქტომბერი 2022 22:48
0
არანაირად არ არის კვარაზე ნაკლები არანაირად! ჩვენი იმედი ხარ ბიჭო! ძალიან მაგარი კლასნი ხარ ულამაზესად თამაშობ და გაჭირვებას თავი არ დაუხარო, მორჩა ცუდმა წლებმა ჩაიარა. გოლების გატანა უნდა დაიწყო ისე როგორც იცოდი ერთი გახედვა და ბუუუმ ცხრიანში, აი ასეთი ფეხბურთელი ხარ შენ. ნეტა თუ კითხილობ ჩვენ კომენტარებს როგორ გელოდებით როდის ააფეთქებ შენც ევროპას და მილანი რეალი ბარსა მანჩესტერი ყველგან შეგიძლია თამაში. შენი და კვარას ჯახი ჩემპიონთა ლიგაზე, საქართველოს თამაშები მსოფლიოზე, ევროპაზე. აგვისრულე ეს ოცნება ბიჭო რა იქნება წააკითხეთ ამ კაცს ეს კომენტარები როგორ ეხვეწებიან მას ამ ოცნებების ასრულებას შენც ხო იცი რო ეს შეგიძლია და აქამდე სხვამ ვერ შეძლო ეგ და შენც ნუ დაგვაღალატებ კაცი არა ხარ?! როგორ გვიხარია როგორ, როცა იღიმი როგორ გვეიმედები, როცა ასე მაგრად შეუბერე და ისევ ისე მაგრად თამაშობ. უფრო მოუმატე, უფრო მეტი იშრომე, უფრო მეტი გააკეთე და ივარჯიშე აიყვანე შენც ფიზ მომზადების მწვრთნელი ინდივიდუალურად თავი არ დაზოგო და გაგვიხარე შენი წარმატებითაც გული. გადადე ყველანაირი პირადული გვერძე და გააკეთე ეს შენი სამშობლოსთვის! ერთხელ გაქ ეს ერთი შანსი რომ ოქროს ასოებით ჩაიწერო ჩვენს გულებში და საქართველოს ისტორიაში! გულმხურვალე სიყვარული შენი ერისგან, შენი უშრეტი მოტივაციის წყარო უნდა იყოს და ეს წერილიც ზუსტად ამას ეძღვნება! გვიყვარხარ და გელოდებით!!! არ დაიჩოქო არასოდეს!
T.q
17 ოქტომბერი 2022 23:34
2
ჩაკვე!სწორება კვარაზე.მასზე ნაკლები არ ხარ.იშრომე და შედეგიც მოვა.ღმერთმა დაგიფაროს ტრამვისაგან.
ჯანაშია ვაგნერი.
17 ოქტომბერი 2022 17:56
2
ძალიან გაგვახარე გიორგი, სულ წარმატებებით გევლოს. განსაკუთრებული ნიჭის კაცი ხარ.
გიზოგ
17 ოქტომბერი 2022 16:34
0
ფიზიკურად რიგორი მომატებული აქვს,მიდი ჩაკვე არ დანებდე!!
ანი
17 ოქტომბერი 2022 16:30
0
წარმატებები გიოს და საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
17 ოქტომბერი 2022 16:12
0
გიო ძალიან გგულშემატკივრობ,არავისზე ნაკლები ფეხბურთელი არ ხარ!მალე უკეთეს გუნდში მენახე!!!
ნინო
17 ოქტომბერი 2022 15:42
2
მიდიი ჩაკვეეე , ნელ-ნელა იბრუნებ თავდაჯერებას და ძველებურ ფორმას , ერთი გოლი გინდა და ალბათ მერე აფეთქდები ვულკანივით . წარმომიდგენია შენ და კვარა , კიტე , ლობჟანიძე , დავითაშვილი , მიქაუტაძე , წიტაიშვილი , თუ ყველა საუკეთესო ფორმაში იქნებით , მართლა შეიძლება ნორვეგიასთანაც და ესპანეთთანაც მოგება .
ATP 16
17 ოქტომბერი 2022 14:33
1
ეს სეზონი თუ ჩაატარა უტრამვოდ ჩაკვემ(რაც ყველას გვინდა) მომავალი წლიდან დიდ ფეხბურთს დაუბრუნდება!
კახა
17 ოქტომბერი 2022 14:24
0
უკვე გოლებიც გვინდა ჩაკვე.წარმატებები
ggg
17 ოქტომბერი 2022 14:19
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული