უკვე ყველასთვის ცნობილი ამბავია, რომ "რომასა" და "ნაპოლის" მატჩს ბევრი ქართველი გულშემატკივარი დაესწრო. Calcionapoli24-ი Goal-ზე დაყრდნობით წერს, რომ ქართველებს რომაელ ფანებთან სიტუაცია მას შემდეგ დაეძაბათ, რაც ვიქტორ ოსიმენმა მასპინძლების კარი აიღო.
სავსებით ლოგიკურია, რომ ნიგერიელი ფორვარდის მიერ გატანილი გოლის შემდეგ "ლურჯფორმიანმა გულშემატკივრებმა" ემოციებისგან თავი ვერ შეიკავეს, ქართული დროშები აფრიალეს, რის გამოც იმავე სექტორში მჯდომი "რომას" გულშემატკივრების გაღიზიანება და შეხლა-შემოხლა გამოიწვიეს, დედაქალაქელებმა დროშების წართმევაც კი სცადეს. საბოლოოდ, სიტუაციის დასამშვიდებლად დაცვის სამსახური ჩაერთო.
შეგახსენებთ, "პარტენოპეიმ" ჟოზე მოურინიოს გუნდი 1:0 დაამარცხა და სერია
A-ში ლიდერობა განიმტკიცა, ამ მომენტისთვის "ნაპოლის" 29 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ "მილანს" 3 ქულით უსწრებს, მომდევნო შეხვედრა კი უკვე ჩემპიონთა ლიგაზე "რეინჯერსთან" გაიმართება. მატჩი ხვალ, 26 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
https://www.youtube.com/watch?v=yD4J9dhwtUg