ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში "ნაპოლი" "ლივერპულს" ესტუმრა.
პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 0:0 გახლავთ.
ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე, ტრადიციულად, აქტიურია. Geo Team-ი საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ქართველმა ფეხბურთელმა მერსისაიდული გუნდის გერბს არ დააბიჯა. თითქოსდა, ერთი შეხედვით, არაფერია, თუმცა ფეხბურთში მთავარი პატივისცემაა და მსგავს ნაბიჯს ვარსკვლავები ხშირად დგამენ - გავიხსენოთ ლუის სუარესი, კრიშტიანო რონალდო და ა.შ.