ითამაშებს თუ არა კვარაცხელია "უდინეზესთან"? - იტალიური მედია ინფორმაციას ავრცელებს

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე "ნაპოლი" ბოლო მატჩს 12 ნოემბერს "უდინეზესთან" ჩაატარებს და გულშემატკივრები ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს იმედოვნებენ, რომელმაც მკურნალობის კურსი ჩაიტარა და სატრენაჟორო დარბაზში ივარჯიშა.

მართალია, "ნაპოლიმ" კვარაცხელიას გარეშე ორი შეხვედრა მოიგო, მაგრამ რბილად რომ ვთქვათ, გუნდის თამაშმა უკეთესის სურვილი დატოვა და ტიფოზები ქართველის დაბრუნებას მოუთმენლად ელიან.

Il Mattino-ს ცნობით, ხვიჩა აღდგენის პროცესშია და მიზანი უდინელებთან შეხვედრაში მონაწილეობის მიღებაა. Sky Sport-ის მტკიცებით, ის გუნდთან ერთად ხვალ ივარჯიშებს და "უდინეზესთან" შეცვლაზე შევა. "კორიერე დელო სპორტი" კი ამტკიცებს, რომ უკვე მომჯობინდა და სასტარტოში
იქნება.

მოკლედ, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება, დაზუსტებით არავინ არაფერი არ იცის, სავარაუდოდ, მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ვარჯიშებზე დააკვირდება და მისი მდგომარეობიდან და მზადყოფნიდან გამომდინარე მიიღებს გადაწყვეტილებას.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ამ ბიჭს ხომ შეუკიკინეს იმენა თუ ითამაშებს ხომ ისედაც ვნახავდ ყველა!!! და კიდე რეალის უნდაო სიტისო,ლივერპულსო და რავი კიდე ძაან მაგარ გუნდშია ეხლა სადაც არის იდეალურად გრძნობს თავს ან დაუშვად წავიდა სხვაგან როგორი კოლექტივი დახვდება ან როგორი მწვრთნელი ამიტომ ნაპოლი კვარას ოჯახია თბილი და ტკბილი გარემო ყველას უყვარს მთავარი კიდე ეგაა
ზურა
22:53 09-11-2022
2
კვარამ საკუთარ თავზე უკვე იწვნია ინგლისური ძალისმიერი ფეხბურთის საშინელება, რომელმაც ტექნიკური ფეხბურთი უკვე კარგა ხანია ჩაკლა იქ... ტრენტი რომ დაამცირა იქ ლივერპულში და "დომიკში" გაუტარა, მეორე წუთზე ძალიან გაამწარა.... სულ მცირე ხანში 15-ე წუთზე მაგ ტრენტმა სპეციალურად, მსაჯისაგან დაფარულად სარეკლამო ბილბორდებისაკენ ძლიერად ხელი უბიძგა და სასტიკად მიაჯახა სარეკლამო დაფას... შედეგად ხვიჩამ ხერხემლის მალების შემაერთებელი პატარა კუნთების ფარული ტრავმა მიიღო. ეს ტრავმა შემდეგ ვარჯიშის დღეს ხვიჩას სპაზმაში გადაეზარდა, როგორც კი კუნთებში სისხლთან ერთად ჭარბი ჟანგბადი შევიდა.... შედეგად ხვიჩამ ხერხემლის კუნთების სპაზმის გამო უკვე ორ თამაში გამოტოვა.... მე უკვე ვწერდი რომ ხვიჩასნაირ ტექნიკურ ფეხბურთელებს ინგლისში არ გაახარებენ და თვეობით მოუწევს ლაზარეთში კუნთების და მუხლების მკურნალობა.... ძალიან დიდი შანსია რომ ე.წ. ფეხბურთის სამშობლოში ნაადრევადაც დაასრულოს კარიერა
ერთ-ორი წელი ითამაშოს ნეაპოლში და მერე გადავიდეს სამეფო კლუბში წარმატებული კარიერის გასაგრძელებლად.... სამეფო კლუბის - რეალის ვარსკვლავები მომავალი წარმატებული კარიერის გარანტიაა... დარწმუნებული ვარ რომ წელს ნაპოლი სკუდეტოს აიღებს და ჩემპიონთა თასის აღების შანსიც აქვს ... 50/50....
კახა
20:50 09-11-2022
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული