"კვარაცხელია უმაღლესი კლასის ფეხბურთელია, მაგრამ..." - მარადონას შვილი ხვიჩაზე, მამასა და მესიზე საუბრობს

AutoSharing Option
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის, დიეგო მარადონას შვილმა დიეგო მარადონა-უმცროსმა არგენტინისა და საუდის არაბეთის მატჩის შემდეგ Calcionapoli TV-სთან სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

"მამას და მესის შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ. დიეგო ლეოს ყოველთვის იცავდა და მუდამ მის მხარეს იყო. "ლა პულგა" დიდ ზეწოლას განიცდის.

მამაჩემის შედარება რომელიმე ფეხბურთელთან? ამას მხოლოდ ის აკეთებს, ვინც ფეხბურთის შესახებ არაფერი იცის. რა თქმა უნდა, მესი "ალბისელესტეს" ლიდერია, თუმცა სკალონი ცდილობს, რომ არგენტინის ნაკრებმა გუნდური ფეხბურთი ითამაშოს
და გამარჯვებაში ყველამ თავისი წვლილი შეიტანოს.

რაც შეეხებათ ოსიმენს და კვარაცხელიას, ნიგერიელი ფიზიკურად წარმოუდგენლად ძლიერია. "კვარა" კი უმაღლესი ხარისხისა და კლასის ფეხბურთელია. მაგრამ, სტანისლავ ლობოტკა "ნაპოლის" შეუცვლელი მოთამაშეა, მიუხედავად სუსტი ფიზიკური მონაცემებისა, სივრცეებს მუდამ პოულობს და გუნდის შეტევებს სწორედ სლოვაკი ფეხბურთელი იწყებს.

ვფიქრობ, ჯოვანი სიმეონე არგენტინის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე დაეხმარებოდა. "ალბისელესტეს" ალვარესი, დიბალა და კორეა ჰყავს, თუმცა სამივე მათგანი მეორე ფორვარდია. მჯერა, რომ სკალონის ხელმძღვანელობით არგენტინის ნაკრები წარმატებას მიაღწევს" - განაცხადა მარადონამ.

altკვარაცხელიასა და მამარდაშვილზე ბევრ ჭორ-მართალს წავიკითხავთ - სატრანსფერო ფანჯრის ამბები

altხვიჩა კვარაცხელიას სამეგრელოში, სახლთან, გულშემატკივრები დახვდნენ [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 29 /
ლობოტკა მართლა კარგი ვინმეა.
გივი
23 ნოემბერი 2022 12:00
0
იმედია მალე დაიწყება ვარჯიშები და წავა აქედან. არ შეარგეს წესიერად საქართველოში ყოფნა, მის ყველა გამოჩენას და გადაადგილებას ხმაური მოჰყვა, ასევე ინტრიგების ხლართვა და კბენა, როგორ ჩვევია ამ ქვეყნის უმრავლესობას და უკლავიატურესობას.
ვიღაცეებმა კამპანია ააგორეს, ბავშვებს ისე ესალმება არ იღიმისო, ზოგმა ბრეჟნევივით შორიდან უქნევს ხელსო, დაცვით დადისო...
ამდენი ცილისწამება და ტალახი მიიღო ბოლო დღეებში აქ, ნეაპოლელები ზედ ჰყვებიან და უთბილეს სიტყვებს უწერენ, ჩვენ რატომ ვიხრჩობით საკუთარ სიძულვილში ვერ ვხვდები. ხომ შეიძლება ჩვენთანაც იყოს ხალხი ლაღი, ბედნიერი, თუ არ გიხარია და არ გიყვარს, ვინ გაძალებს, ცუდს მაინც ნუ უწერ, გაიარე, დააიგნორე, რაც მოგწონს იმით დაკავდი, ეგ მაინც არის შესაძლებელი ამ უკიდეგანო სოც. სივრცეში.
დაცვაზე ვინც აპელირებდა რა აბსურდია, ჯერ ერთი არ ჰყავდა დაცვა და რომც ჰყავდეს რატომ არის გასაკვირი?! არ აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა მზად ამ მასშტაბის ვარსკვლავისთვის და არ ვიცით მსგავს სიტუაციაში როგორ უნდა მოვექცეთ, რაც უკეთ გამოგვდის იმას ვაწვებით, კრიტიკას და ლანძღვას.
დაცვის ყოლა როდიდან არის თავში ავარდნის ნიშანი მაინტერესებს. ჩვენს თვალწინ მსოფლიო დონის ვარსკვლავი დაიბადა და ელვისებურად იზრდება და ვითარდება, რაც უფრო მეტად ხდება გაღმერთება მით უფრო იმატებს ნეგატივი, ჰეითერები, პირიქით უკეთესია, თუ მისი უსაფრთხოება დაცული იქნება. ამათმა ქირქილი დაიწყეს დაცვაზე.

მოკლედ არაფერი გვეშველება კიდე ბევრი წელი.
Spain
24 ნოემბერი 2022 03:08
1
"მარადონას რაც აქვს მთელ თავის კარიერაში გაკეთებული ხვიჩამ უკვე გააკეთა."
"საქართველოს ხვიჩას მსგავდი ფეხბურთელი არ ყოლია არასდროს"- ასეთ "სიბრძნეებს" რომ დაწერ, თავი გულშემატკივარი გგონია? გინდაც ხვიჩას, ან ფეხბურთის?
რომი-ს
23 ნოემბერი 2022 17:04
9
შენ გინახავს ან გსმენია მუღთაზ ხურცილავა, მიშა მესხი, მეტრეველი, ჩოხელი, ძოძუაშვილი, ჩივაძე, დათო ყიფიანი, გუცაევი, კოსტავა. ეს ძველები. შემდეგ ახლები: ქეცბაია, ქინქლაძე და არველაძე. ეს ახალგაზრდები ფეხბურთის გაგებაში არ ხართ და ეს კიდევ არაფერი ასეთი უსამართლოები სად იბადებით!
მესხი მეტრეველი და ჩოხელი ევროპის პირველი ჩემპიონები არიან!!!
Shoda
23 ნოემბერი 2022 21:51
2
ერევან არარატს რომ უგულშემატკივრო არა?ხვიჩა რომ გაიგო რა ფენომენია არარატს არ ჯნდა გულშემატკივრობდე..
რომი
23 ნოემბერი 2022 19:02
7
მარადონას მსგავსი ფეხბურთელი არც დაბადებულა და არც დაიბადება. მასზე უკეთესი უბრალოდ არ არსებობს. ვინც მესის შეადრის ან თუნდაც სხვა დღევანდელ მოქმედ ფეხბურთელებს, მას უბრალოდ არ ესმის ფეხბურთი და ვერ ვერასოდეს გაიგებს
დავით 67
23 ნოემბერი 2022 18:36
8
ვენაცვალე ხვიჩას ჩვენთვის არამარტო მაგარი ფეხბურთელია არამედ დიდი იმედი და რაც მთავარია ხალხს წარმოუდგენლად შეაყვარა თავი თავისი ქცევით ხასიათით ეს ყველაფერი ფეხბურთს ცდება დიდებული ადამიანია დიდებული არც არასდროს არ გახდება ეგრეთ წოდებული ცხვირაბზუა ვარსკვლავი ნეტა კიდე გამოჩნდეს მსგავსი ფეხბურთელები რამდენს ნიშნავს საქართველოსთვის!!ახლაც და მომავალშიც!
ზ.გ.
23 ნოემბერი 2022 22:11
1
მარადონა გარდა იმისა რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელი იყო მის დროს მისი დონე არავინ იყო გარდა იმისა რომ მოედანზე იყოო შეუდარებელი შეეძლო გუნდი დაემუხტა აეყოლიებინა და განეწყო თამაშის მოსაგებათ ქონდა ქარიზმა და "ჟილკა" რაც მესის არ აქვს სამწუხაროდ დიეგოსთვის ნაკრები იყო პირველი ნაკრების გამო საკლუბო კარიერა გვერზე გადადო დიეგომ 1986 მსოფლიო მარტომ მოიგო და დაუწერა არგენტინას ისტორია რაც შეეხება ხვიჩას ხვიჩა ქართველია ჩვენია გვიყვარს და ჩვენი მარადონა მაგრამ ლეგენდარულ დიეგომდე ჯერ კიდევ ბევრი უკლია.
ზურა
23 ნოემბერი 2022 16:33
1
უბრალოდ ფეხბურთი ესმის
თენგო
23 ნოემბერი 2022 14:39
3
მარადონას რაც აქვს მთელ თავის კარიერაში გაკეთებული ხვიჩამ უკვე გააკეთა..საქართველოს ხვიჩას მსგავდი ფეხბურთელი არ ყოლია არასდროს..ხვიჩა და დანარჩენი ასე შეიძლება დაიყოს..დროის საკითხია თორემ ოქროს ბურთიც ექნება და ყველანაირი ჯილდო..
რომი
23 ნოემბერი 2022 15:08
32
ყიფიანი გუცაევი ჩივაძე მესსხი მეტრეველი პაიჭაძე რომ ყოფილიყვნენ ეხლა ან მაგათ დროს რომ ყოფილიყო საქართველო დამოუკიდებელი და რეალი-ბარსა-ლივერპული-ბავარიაში რომ იქნებოდნენ გუნდის ლიდერები და საქართველოს ნაკრები მსოფლიო-ევროპის ფინალური ეტაპების უცვლელი მონაწილე რომ იქნებოდა მერე ნახავდი როგორ არ ყოლია საქარათველოს ხვიჩას მსგავსი ფეხბურთელი !
zura222
23 ნოემბერი 2022 16:53
4
რომი გენაცვალე ფეხბურთზე ნუღარ დააკომენტარებ ნურაფერს გთხოვ ან ქართული ფეხბურთის ისტორია წაიკითხე და მერე აკომენტარე, ხვიჩას კი უდიდესი წარმატებები.
მამუკა
23 ნოემბერი 2022 16:58
1
ყველა გამოხმაურება
Მარადონას "შვილობის" გარდა, რას წარმოადგენს ეს სუბიექტი?!
Ზაზა
23 ნოემბერი 2022 14:06
3
პრიუსის დაშლილები აქვს ბუენოსაირესში
ჭიჭიკია
23 ნოემბერი 2022 15:13
1
ჭიჭიკია შემოგევლე. იუმორი ზე ფრიადზე გაქვს
ვანჩოპე
24 ნოემბერი 2022 00:17
0
რა ჩამოაყალიბა აქ ერთმა. მსოფლიო დონის ფეხბურთელები ახლა მსოფლიოზე გამოდიან და ამიტო ხვიჩა არაა ეგეთიო? რა დონის ზიზღი უნდა გალაპარაკებდეს ხვდები? ეგრე ჰალანდიც არაა მუნდიალზე მარა არ ითვლება ხო მსოფლიო დონის ფეხბურთელად?
მეტსაც გეტყვით, მესის არ აქვს მსოფლიო მოგებული და სანტი კასორლას აქვს, კასორლას არაფერს ვერჩი საერთოდ მაგრამ თქვენი ლოგიკით მესი არაფერი ფეხბურთელი არაა და კასორლა ჯობია რადგან მსოფლიო თასი აქვს. ანუუუ?
სად ხართ ხალხოო..
ისე მართლა ისწავლეთ ენები და სხვადასხვა ენოვან საიტებზე რომ იწერება ხვიჩაზე საქებარი სტატიები იმათაც შეუვარდით კომენტარებში, არაა ეგეთი კარგი და რას აპირებთო.
საკუთარი კარიერა ხომ არ გაქვთ და იქნებ სხვისი ფეხის გადაბრუნებით მაინც ისაზრდოოთ :)
Thomas
24 ნოემბერი 2022 20:04
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული