გიორგი კოხრეიძემ "გრენობლთან" კონტრაქტი გაწყვიტა

AutoSharing Option
24 წლის შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი კოხრეიძემ საფრანგეთის ლიგა 2-ის "გრენობლი" დატოვა.

მხარეებმა კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს, - ამის შესახებ კლუბი საიტით იტყობინება.

"გრენობლმა" ქართველი ყოველმხრივ დადებითად დაახასიათა, აღნიშნა, რომ ტრავმების გამო ყველა ტურნირზე მხოლოდ 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა და წარმატებები უსურვა.

კოხრეიძე "გრენობლში" 2021 წლის ზაფხულში "საბურთალოდან" გადავიდა და სამწლიანი ხელშეკრულება გაუფორმეს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
არადა ამბობდა,აღარაფერი მაწუხებსო!გიო 24 წლისაა და თუ სწორ გზას იპოვის,ჯერ კიდევ არაა გვიან,დიდ ფეხბურთში შეაბიჯოს.ალბათ უნდა იპოვოს ნორმალური მრჩეველი,რომელიც მომზადების პროგრამას შეუმუშავებს,თავი მოიკლას ვარჯიშით და თან პირდაპირ დიდ გუნდში კი არა,ისეთ გუნდში წავიდეს,სადაც ენდობიან,დროს მისცემენ,ფორმას აღიდგენს და მერე უკვე სიმაღლეებისკენაც გაიწევს.ახლაც შანსი გამოუჩნდა და წავიდა.ალბათ ნახტომი ბოლომდე მაინც ვერ მოზომა.ეს ბიჭი დასაკარგი არ არის,მაგრამ ყველაფერი მაინც მის ხელშია!მიდი გიო,ივარჯიშე შეშლილივით,ჩადექი ფორმაში და დაამტკიცე,რომ კიდევ არ არის დაგვიანებული.ჩვენ ვიცით,რომ შეგიძლია,მაგრამ შენც უნდა დაიჯერო და მწვრთნელებიც დააჯერო!წარმატებებს გისურვებ!
სოსო
13:07 07-01-2023
2
მარტო ტრამვის ბრალი არ არის. ახალგაზრდა, მით უმეტეს ნიჭიერ ფეხბურთელს ჭირდება სწორი შეფასებები. მან უნდა იცოდეს, რომ კარგის გარდა აქვს ნაკლოვანებებიც. მან უნდა აუხსნან როგორ გამოასწოროს ეს. მხოლოდ ქება დიდება, მხოლოდ განწყობებზე და ემოციებზე აგებულ აღზრდას მოყვება იმდგაცრუება და ხელების ჩამოშვება. ფეხბურთელი მორალურადაც მზად უნდა იყოს სათამაშოდ. თუ მწვრთნელი ვერ აკეთებს ამას, ჩვენც უნდა ავუხსნათ, თუ საჭიროა გავაკრიტიკოთ. თავიდანვე ეტყობოდა, რომ კარგ დრიბლინგთან და ბურთის გრძნობასთან ერთად, მას არ ქონდა თანამედროვე ფეხბურთის ცოდნა. ის თანამედროვე ფეხბურთს არ თამაშობდა. მეტყვით კვარას მაგალითს? გიპასუხებთ, კვარა რუსეთში ბევრს არ უყვარდა, თუნდაც ლოკომოტივის ამბები გაიხსენეთ. აკრიტიკებდნენ. გაიხსენეთ, რუბინში ბურთს რომ დაკარგავდა, გუნდელები უსისინებდნენ, წადი და დაიბრუნე შენი დაკარგულიო. კვარას რომ ხელები ჩამოეშვა, არიქა ტრამვები მაქვსო, არიქა ამათ არ ვუყვარვარო, ხომ ვეღარ მივიღებდიღ დღევანდელ კვარადონას? ასე, რომ ტრამვების გარდა, მიზეზები სხვაგანც უნდა ვეძებოთ.
ეგრეა
11:58 07-01-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული