ეს ადამიანები დღეს "სტადიო მარადონაზე" ხვიჩა კვარაცხელიას ფორმებით "იუვენტუსთან" შეხვედრას დაესწრებიან და ქართველს სტადიონიდან გაამხნევებენ.
წყარო წერს, რომ მსგავსი რამ მოხდა "სასუოლოსთან" მატჩის წინ და მაშინ ჩვენებურმა თავი გოლითა და 2 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
ჩვენ კი იმედი ვიქონიოთ, რომ ხვიჩასთვის ეს მატჩიც არანაკლებ წარმატებული იქნება. შეგახსენებთ, რომ "ნაპოლისა" და "იუვენტუსის" შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
დიდი მატჩის დღე! კვარაცხელიას გრანდები არ აშინებს, რა იქნება "იუვენტუსთან"?